ლაშა ხუციშვილი ევრობონდების განთავსების გამჭვირვალობაზე: ჩვენი სტრატეგია იყო გამართლებული და სწორი

ლაშა ხუციშვილი ევრობონდების განთავსების გამჭვირვალობაზე: ჩვენი სტრატეგია იყო გამართლებული და სწორი

access_time2021-04-16 19:00:00

დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ასევე, გამოეხმაურა იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა ევრობონდების გამოშვების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მოკლებული იყო პროფესიონალურ შეფასებებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


„გასული კვირიდან მოყოლებული ჩვენ ვისმენთ გარკვეულ აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა ამ პროცესში. მოვისმინეთ აბსურდული მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ქვეყანა დეფოლტამდე მივიდეს. ასევე, ის რომ ვერ დავფარეთ, შემდეგ ვერ გამოვუშვით ახალი ობლიგაციები. ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდული ვიყავით, მაშინვე ადეკვატური პასუხი გაგვეცა ამ მოსაზრებებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი მოიცავდა გარკვეულ კონფიდენციალურ, პროფესიულ სტანდარტს. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაციის გამჟღავნების უფლება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროცესი არ დაგვეზიანებინა. საბოლოო ჯამში, გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი სტრატეგია, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა გამოშვების დროს. სხვა დროს, ამგვარი ტიპის კომენტარებსა და მოსაზრებებზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებთ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად ყოველგვარი პროფესიონალური მოსაზრებისგან დაცლილი, ზოგ შემთხვევაში კი, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადებები, რაც არსებითად საინტერესო არ არის არც მოსახლეობისთვის, არც პროფესიული წრეებისთვის და საფინანსო სექტორისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, განთავსებისთვის შერჩეული იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც დაიფარა ევრობონდები.




„მნიშვნელოვანი იყო ახალი გამოშვება არ გამოცხადებულიყო ძველის დაფარვამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მოგვიწევდა ორი სესხის გადახდა და გარკვეული პერიოდი მოგვიწევდა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ეს თანხა რეალურად გვქონდა ბიუჯეტის ანგარიშზე, მნიშვნელოვანი იყო ინვესტორებისთვის გვეჩვენებინა, რომ რეფინანსირება გავაკეთეთ არა იმიტომ, რომ თანხის მობილიზება ვერ შევძელით, არამედ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყო ესეთი ტიპის „Banchmark“-ი და ქვეყანას მიეღო დამატებითი ფინანსური რესურსი. ამ მიმართულებით, გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც და ითქვა, რომ შესაძლებელი იყო სრულად დაფარვა და არ განხორციელებულიყო რეფინანსირება, თუმცა პანდემიიდან და იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც მომდევნო პერიოდში ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, მიზანშეწონილად ჩაითვალა და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორად, რომ მომხდარიყო აღნიშნული სესხის რეფინანსირება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up