ლაშა ხუციშვილი: ბაზარზე რაც არ უნდა ფულის ჭარბი მოცულობა იყოს თუ ქვეყანას ინვესტორი არ ენდობა, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს

ლაშა ხუციშვილი: ბაზარზე რაც არ უნდა ფულის ჭარბი მოცულობა იყოს თუ ქვეყანას ინვესტორი არ ენდობა, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს

access_time2021-04-16 15:00:00

ბაზარზე რაც არ უნდა ფულის ჭარბი მოცულობა იყოს თუ ქვეყანას ინვესტორი არ ენდობა, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს და ასეთი ალტერნატივა ძალიან ბევრია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველომ საერთაშორისო ინვესტორებთან გამართულ შეხვედრებზე, ნათლად დადასტურდა, რომ მათი მხრიდან საქართველოსადმი დაინტერესება ძალიან მაღალია.


„ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკას ინვესტორები ენდობიან ჩვენ ეს ცხადად დავინახეთ ე,წ, ,,Roadshow"-ების დროს. ის, რომ დღეს პანდემიაა და მომავალში შედარებით პროგნოზირებადი გარემო ნაკლებადაა, ეს კიდევ უფრო ართულებს ამ პროცესს და პირიქით, უფრო ნეგატიურად მოქმედებს საპროცენტო განაკვეთზე. ამის მიუხედავად, როდესაც ფიქსირდება ესეთი ნდობა ინვესტორების მხრიდან, ეს არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის, ყველა საინვესტიციო კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ანუ ეს არის ერთგვარი ,,Benchmark“-ი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ყველა საინვესტიციო კომპანია გამოიყენებს მომავალში, რომ დაფიქსირდა ეს ზღვარი და ამაზე უნდა იქნას სწორება“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.







მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up