ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

access_time2022-04-20 15:30:00

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა და მას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.

აღინიშნა 2020-2021 წლებში ძალიან პროდუქტიული და დასაფასებელი თანამშრომლობა COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მიმართულებით, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ADB-სგან მიღებული ფინანსური რესურსი, მიემართა ვაქცინების შესყიდვისა და გლობალური პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება, მათ შორის, ADB-ის მხარდაჭერილ სექტორებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა 2021 წელს თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გლობალური პანდემიის გამო, თარიღმა 2024 წლის მაისში გადაიწია.

დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19
access_time2022-07-05 14:30:00
კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული....


მსგავსი სიახლეები

up