ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს  შეხვდა

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

access_time2021-08-11 13:50:00

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


„ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.


ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.


როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველომ 92 მლნ ევროზე მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ასევე, საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით ქვეყანას დამატებით გამოეყო 170.8 მლნ ევრო.



ლაშა ხუციშვილმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ამ დროისთვის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, შესაძლებელია მშპ-ს ზრდამ წელს ორნიშნა ნიშნულს მიაღწიოს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.


ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ADB კვლავ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ისეთ სექტორებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა.


აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის მშენებლობის მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up