ლაშა ხუციშვილი: „ახალი საგადასახადო ინიციატივებით საწყის ეტაპზე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები დაინტერესდებიან“

ლაშა ხუციშვილი: „ახალი საგადასახადო ინიციატივებით საწყის ეტაპზე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები დაინტერესდებიან“

access_time2018-04-10 14:00:00

საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის. ამ თემაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მოგვიანებით ფინანსთა მინსტრმა დამატებითი განმარტებები გააკეთა. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთი მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შესთავაზებს გადამხდელებს. მისივე თქმით, ინიციატივების უკან დგას ერთი მთავარი მიზანი, რომ საქართველოში სიღარიბე აღარ იყოს. ხოლო ეკონომიკურ ზრდა ყველა ქართულ ოჯახს შეეხოს. ამ თემაზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „კომერსანტის თემა“ სალომე სოსელიასთან ერთად. გადაცემის სტუმარი  ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი იყო.

 

-რას გულისხმობს ცვლილებები ?

 

ცვლილებები ეხება ჩვენი მეწარმეებისთვის საგადასახადო ადმინისტირების მნიშვნელოვან გამარტივებას კერძოდ, შემოღებული იქნება ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი რომელიც გააერთიანებს 5 სხვადასხვა დოკუმენტს და შესაძლებლობა იქნება მხოლოდ ერთი დოკუმენტით განხორციელდეს საგადასახადო ადმინისტრირება. აღნიშნულ გაერთიანებულ დოკუმენტს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმხრივად მოხდეს მისი დადასტურება რასაც ე.წ. მიღება-ჩაბარების აქტის ფუნქციაც ექნება შეთავსებული. ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება რაც თავის მხრივ შეამცირებს ბიზნესის ადმინისტრაციულ დანახარჯებს და იმ დროს რასაც ბიზნესი უთმობს ვთქვათ საგადასახადო ადმინსიტრირების განხორციელებას, მეორეს მხრივ აღნიშნული ნაწილი შეამცირებს საგადასახადო ადმინსიტრირების ხარჯს რაც ძალიან მნშვნელოვანია .


მეორე ინიციატივა, რომლიც შეეხება მცირე და მიკრო მეწარმეებს არის კარგი შესაძლებლობა დიდ ბაზარზე გავიდნენ და გაიტანონ თავანთი პროდუქცია, კერძოდ  დღეს არსებული რეგულაციით მცირე და მიკრო მეწარმეებს გარკვეულ წილად შეზღუდული ჰქონდათ იურიდიულ პირებზე, დიდ ბიზნესზე პროდუქციის მიწოდება იქედან გამომდინარე, რომ ის იბეგრებოდა, ერთ შემთხვევაში 15%-იანი განაკვეთით, ხოლო მეორე შემთხევაში მნიშვნელოვან საგადასახადო სირთულეებიდან იყო დაკავშირებული. აღრიცხვის ნაწილში პრობლემის გადაჭრის მიზნით ჩვენ შემოგვაქვს რეგულაციები,რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდება მყიდველის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება და შესაბამისი ინფორმაციით საგადასახადო ორგანოში წარდგენა.ბევრ ფიზიკურ პირს ძირითადად რეგიონებში რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, თუმცა აწარმოებენ გარკვეული ტიპის სოფლის მეურნეობის პროდუქციას  შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული პროდუქცია მიაწოდონ უკვე დიდ ბიზნესებს.


მესამე ინიციატივა უშუალოდ ეხება საქართველოს რეზიდენტებს, ჩვენ უცხოელ არა რეზიდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ რომ საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ონლაინ მოახდინონ საქართველოში ფირმის, იურიდიული პირის რეგისტრაცია, გახდნენ საქართველოს რეზიდენტები ასევ გახსნან საბანკო ანგარიშები ქართულ ბანკებში და საქართველში ჩამოსვლის გარეშე მოახდინონ ბიზნესის მართვა ელექტრონულად. ამის შესაძლებლობას იძლევა ყველა ის სისტემები რომელიც გაქვს საქართველოში. ფაქტობრივად ელექტრონულად სრულად არის მოწყობილი საგადასახდო ადმინსიტრირების ნაწილი, დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა არის ელექტრონულად. ასევე ფირმის რეგისტრაციაც გახდება შესაძლებლი ელექტრონულად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას,რომ შესაბამისი ვერიფიკაციის პროგრამის დანერგვის შემდეგ მათ საბანკო ანგარიშის გახსნაც შეეძლებათ და ამ საბანკო ანგარიშის ონლაინ მართვა. საბოლოო ჯამში ეს შეკრავს პაკეტს რომელიც რეზიდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ ყველა საგადასახადო პრეფერენციული რეჟიმებით რაც საქართველოში არსებობს.  ასევე იმ სავაჭრო ხელშეკრულებებით, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყანასთან.


 

-ცვლილებები რა ვადებში ამოქმედდება ?

 

მცირე და მიკრო მეწარმეების ნაწილში ცვლილებები პირველი ივლისიდან ამოქმედდება. პირველი ივნისიდან ასევე ამოქმედდება მეწარმე ფიზიკური პირობებისთვის შეღავათიანი დაბეგვრის საგადასახადო რეჟიმი რაც გულისხმობს ხუთჯერ შემცირებულ საგადასახადო განაკვეთებს და ასევე ხუთჯერ გაზრდილ ზღვარს, როდესაც პირი შეიძლება ჩაითვალოს მცირე მეწარმედ.  რაც შეეხება გაერთიანებულ საგადასახადო დოკუმენტს ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ივლისისთვის ჩვენ შეგვიძლია სატესტო რეჟიმში გვქონდეს გაშვებული პროგრამა რომელიც პარალელურ რეჯიმში იმუშავებს და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიზნეს ექნება შესაძლებლობა სრულად მოახდინოს თავის სისტემების ადაპტირება ახალ საგადასახადო დოკუმენტზე, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან მათ შეეძლებათ უკვე ახალი დოკუმენტით განახორციელონ საგადასახადო აღრიცხვა. რაც შეეხება რეზიდენტების ნაწილს, ეს ნაწილი მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.  ბევრი სახელმწიფო უწყება იქნება ამ ნაწილში ჩართული. ამ მიმართულებით ვფიქრობთ დაახლოებით ერთი წელი იქნება საჭირო იმისათვის რომ სისტემა სრულად იქნეს გამართული.

  

-ცლილება რომელი ქვეყნის ინვესტორებზე იქნება გათვლილი ?

 

საწყის ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ დიდი დაინტერესება იქნება ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. იქედან გამომდინარე, რომ ბიზნეს ურთიერთობები გარკვეულწილად უკვე არის აწყობილი და შესაბამისად მათთვის კარგად არის  ცნობილი ის ლიბერალური საგადასახადო გარემო რომელიც საქართველოში არსებობს. შესაბამისად ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ  უპირველსად ეს ქვეყნები დაინტერესდებიან.ასევე ვფიქრობთ რომ მეზობელი ქვეყნები დაინტერესდებიან.თუ შევადარებთ იმ საგადასახადო რეჟიმს  რომელიც დღეს საქართველოში არსებობს ის საკმაოდ კონკურენტულია  მსოფლიოში არსებულ პრაქტიკასთან შედარებით. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ინტერესი მხოლოდ სამეზობლო ბაზრით არ შემოიფარგლება.


კომერსანტი

 





ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up