ლაშა ხუციშვილი: ანა ბიერდეს ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას მსოფლიო ბანკთან

ლაშა ხუციშვილი: ანა ბიერდეს ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას მსოფლიო ბანკთან

access_time2021-06-18 15:50:00

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მსოფლიო ბანკს გამოყოფილი აქვს 2,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი.



ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიაზე სტრატეგიული რეაგირების ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის, რომელმაც უზრუნველყო, როგორც მოსახლეობის, ისე ეკონომიკის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ სულ ახლახან, ხელი მოეწერა შეთანხმებას ვაქცინაციის პროგრამის გასაძლიერებლად, 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების მიღების თაობაზე, რომელიც 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ნაწილია.


ანა ბიერდემ პოზიტიურად შეაფასა covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.




პარტნიორობის ძირითად სფეროდ რჩება ინფრასტრუქტურა - ტრანსპორტი და ლოგისტიკა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) ფარგლებში მიღებულმა მხარდაჭერამ, ხელი შეუწო კერძო სექტორის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ბიძგი მისცა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, ანაბრების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმები; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის შემუშავება და სხვა.



საუბარი, ასევე, შეეხო პოსტკოვიდურ პერიოდში თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის აღდგენისა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისკენ. ესენია: ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინოვაცია და ტექნოლოგიები.



ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მიმოიხილეს 2021-2022 წლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გზები, რეგიონული განვითარება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა.



შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება და მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up