ლაშა ხუციშვილი 2020 წელს საინვესტიციო კრედიტების ნაწილში თანხების ათვისებაზე  - სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში

ლაშა ხუციშვილი 2020 წელს საინვესტიციო კრედიტების ნაწილში თანხების ათვისებაზე - სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში

access_time2021-06-11 23:45:00

სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, მათ შორის, 230 მლნ ლარით გადაჭარბდა ჩქაროსნული მაგისტრალის თითქმის ყველა კომპონენტი - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, 2020 წელს საინვესტიციო კრედიტების ნაწილში ათვისებული იქნა 1382 მლნ ლარი, ნაცვლად 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 1032.6 მლნ ლარისა. რაც შეეხება 100 მლნ ლარის ოდენობის პროექტების ჩამორჩენით შესრულებას, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვალდებულების გადასახადი წარმოადგენს გადასახადს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში აუთვისებელ ნაწილზე, მათ შორის, იმ ნაწილზეც რომლის ათვისებაც საორიენტაციო გრაფიკის შესაბამისად, დაგეგმილია მომდევნო წლებში. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებულ კრედიტზე ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ჯერ კიდევ ასათვისებელ ნაწილზე - ვალდებულების გადასახადი, რომელიც 10-ჯერ ნაკლებია საპროცენტო განაკვეთზე. საინვესტიციო პროექტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, მსხვილ პროექტებთან მიმართებაში, რომელთა განხორციელება 3-4 წლიან პერიოდზეა გაწერილი თავად ხელშეკრულებითვე, განხორციელების ვადების ცვლილების შემთხვევევა ხშირია, როგორც დაბალი ათვისების, ისე მოსალოდნელზე მაღალი ათვისების შემთხვევებში. შესაბამისად, დაბალი ათვისების პროექტებზე მოხდა ვალდებულების გადასახადის გადახდა, ნაცვლად საპროცენტო განაკვეთისა, თუმცა, ჯამურად ამით არ შეცვლილა არც სესხის მთლიანი მოცულობა და არც მისი მომსახურების საპროცენტო განაკვეთი გაზრდილა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პროექტების დროული განხორციელება და მათი დროული მონაწილეობა ეკონომიკურ აქტივობაში.


„იმის განცხადება, რომ ბიუჯეტმა თითქოს ზედმეტი გადაიხადა არასწორია, თუ არ შევხედავთ საინვესტიციო პროექტების მთლიანი ათვისების მაჩვენებელს, ვინაიდან მათ შორის, 2020 წელს ჯამურად, საინვესტიციო პროექტები გადაჭარბებით (350 მლნ ლარით) იქნა ათვისებული და მთელ რიგ პროექტებთან მიმართებაში აღარ მოგვიწია გრაფიკის შესაბამისად გადასახადელი ვალდებულებების გადასახადის გადახდა, დაჩქარებული ათვისებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up