ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, მიხეილ ჩოხელი კი დამნაშავედ ცნო

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, მიხეილ ჩოხელი კი დამნაშავედ ცნო

access_time2021-02-02 17:30:00

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი კი ამ ბრალდებაში გამტყუნდა და მას ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

როგორც ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა გამოსულიყო და ეს დადასტურდა საქმის არსებითად განხილვის პროცესში.

„ეს არის საქმე სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი სასამართლოს განუმარტავს, რომ მას უცნობმა პირებმა მიაყენეს დაზიანება, ეს არის მისი განმარტება. ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია, სადაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზამ ვერ დაადგინა პირის ექსპერტიზა. თავად დაზარალებულად ცნობილი თორდია საგამოძიებო ორგანოს განუმარტავს, რომ მან არ ცის ვინ მიაყენა დაზიანება ხუთი თუ ათი კაცი მიტყამდაო, ამ პირობებში, სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ მტკიცებულებები არ იყო. ეს არის საქმე, სადაც არც ერთი პირდაპირი ჩვენება არ არსებობს, რომ ფარცხალაძემ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა. ობიექტური გადაწყვეტილება გამოიხატებოდა, რომ სასამართლოს შეეფასებინა წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს და ფიზიკურად შეუძლებელია ყოფილიყო. დაზარალებული განმარტავს, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს დაზიანება და არა ოთარ ფარცხალაძემ, მოლოდინი იყო რომ უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი რაც რეალურად მოხდა კიდეც. რაც შეეხება მიხეილ ჩოხელს, ამ შემთხვევაში ერთადერთი ხელჩასაჭიდი, მიუხედავად იმისა, დაზარალებულმა განმარტა, რომ ეს ადამიანი მიამსგავსა, თუმცა ეს სხვა მტკიცებულებებით არ დამტკიცდა, ჩოხელის მიმართ მხოლოდ ეს მიმსგავსება გამოიყენა სასამართლომ მტკიცებულებად, რაც დადასტურებულ ფაქტად არ არის“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.


როგორც ლაშა თორდიას ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, სასამართლომ თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ არ იკვეთება ბრალი ლაშა თორდია ვითომდა პირდაპირ ხელს არ ადებს ფარცხალაძეს, მაშინ როდესაც პირდაპირ ვიცით, თორდიას სატელევიზიო კომენტარები, სადაც იგი აცხადებს, რომ ფარცხალაძესთან ჰქონდა მას პირველი უთანხმოება და მისგან მიიღო ფიზიკური დაზიანება.

„ჩვენებაშიც აქვს ნათქვამი და აფიქსირებდა ამას, ბრალდებულად ყოფნის პერიოდში ოთარ ფარცხალაძე პროცესებზეც არ დადიოდა და არასაპატიო მიზეზით თავს არიდებდა პროცესებს, როგორც ჩანს, მან წინასწარ იცოდა, რა განაჩენიც იქნებოდა. ეს არის წინასწარ შეთანხმებული განაჩენი ისევე, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული ბრალი, საიდუმლო ვითარებაში მომხდარი ბრალის დადგენილება და როგორც წაუყენეს ბრალი, ჭიანურდება პროცესები. როგორც ჩანს, არჩევნების მერე გამოიტანეს განაჩენი, სამწუხაროდ, გამამართლებელი განაჩენი, თუმცა პირდაპირ იკვეთებოდა ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობა. ჩვენ, როგორც დაზარალებული მხარე, მივმართავთ პროკურატურას გასაჩივრების თაობაზე. ეს იყო ჯგუფური დანაშაული, ჩოხელი და ფარცხალაძე მოქმედებდნენ ჯგუფურად თორდიას მიმართ ფიზიკური დაზიანების დროს და ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი განაჩენი. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიმართ არაერთხელ გვქონდა განცხადება წარდგენილი, რომ ეს მხოლოდ ძალადობა არ არის და თანამდებობის პირზე თავდასხმაა, მაგრამ სამწუხაროდ პროკურატურამ ჯგუფურობის ნაწილიც კი არ დააკვალიფიცირა, რადგან წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ ფარცხალაძის მიმართ უნდა დამგდარიყო გამამართლებელი განაჩენი. რაც შეეხება ჩოხელის ნაწილში, რომელმაც მიიღო ფიზიკური დაპირისპირების დროს მონაწილეობა, მის მიმართ ეს განაჩენი არის მსუბუქი და პროკურატურას თავიდანვე არ ჰქონდა სწორად კვალიფიკაცია წარდგენილი. სასამართლომ გაამტყუნა ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჯარიმა 5 ათასი ლარი დააკისრა“, – განაცხადა ადვოკატმა.

1tv.ge




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up