ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

access_time2018-11-14 18:00:04

 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება.


გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი პროექტის ახალ ფაზაზე გადადის - ახლა მთავარია კომპლექსის ოპტიმალური კონფიგურაციის შერჩევაა, რომ მისი ტექნიკური და გარემოსდაცვითი სპეციფიკაციები სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიო ტექნოლოგიურ სტანდარტებს.


რა ეტაპზეა პროექტი და როდის უნდა ველოდოთ სუფსაში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, GBC-მ SRPC -ის გენერალურ დირექტორ ლაშა ქორიძეს მიმართა.


 რა ეტაპზეა სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის BFS-ს და ბაზრის კვლევა?


ლაშა ქორიძე: BFS - ის ბაზრის კვლევის და ტექნიკური კონფიგურაციის ნაწილები უკვე დასრულებულია. კვლევამ ცხადყო, რომ 2050 წლამდე ბაზარზე იქნება მზარდი მოთხოვნილება ჩვენს მიერ წარმოებულ ნავთობპროდუქტებსა და პეტროქიმიურ პროდუქციაზე. ქარხნის სიმძლავრე (5 მლნ ტონა წელიწადში) გათვლილი იქნება ისე, რომ ჩვენ შევძლებთ სრულად დავაკმაყოფილოთ საქართველოს მოთხოვნილება და ჩვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილი გავიტანოთ ექსპორტზე.



შესწავლილ იქნა ნავთობთობპროდუქტების ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე, მათი განვითარების პერსპექტივები 2050 წლამდე ჭრილში... საპროგნოზო ფასები და მოხმარების ოდენობები.... ასევე შეფასდა OPEC -ის და OPEC- ის არაწევრი ქვეყნების გავლენა ბაზარზე, მთელი გეოპოლიტიკური კონტექსტი და ტრენდები.



არგუსმა შეისწავლა ნავთობპროდუქტების ბაზრის გლობალური კონიუქტურა და გამოავლინა სუფსის პეტროქიმიურ კომპლექსზე მორგებული ნედლეულის მიწოდების უწყვეტი და რაც მთავარია დივერსიფიცირებული წყაროები, ასევე ლოჯისტიკური გზები. კვლევამ დეტალურად დაგვისაბუთა 2050 წლამდე რომელ ნავთობ და პეტროქიმიურ პროდუქტებზე იქნება მოთხოვნა მსოფლიოში.


რომელია სამიზნე საექსპორტო ბაზრები?


-არგუს მედიამ შეისწავლა მსოფლიო ნავთოპბოდუქტების გლობალური და რეგიონალური ბაზრები, და მათი დასკვნით მიზნობრივ ბაზრებად შერჩეულია თურქეთი, უკრაინა, ალჟირი, ეგვიპტე, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ჩინეთი. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა BFS-ის ფინანსურ ნაწილზე, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ მუშაობა ლიცენზიანტების შერჩევაზე.


 ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების დაწყებას შემოდგომიდან დაანონსდა, თუ დაიწყო პროექტის წარდგენა და რომელ ინვესტორებთან ან ფინანსურ ინსტიტუტებთან ხდება შეხვედრები?


პროექტის მიმართ ინტერესი დიდია, მჭიდროდ ვურთიერთობთ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი კომპლექსის მიმართ. ყველა მათგანი ელოდება ფინანსური მოდელის, ლიცენზიანტების წინადადების მიღებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დასრულებას. თუმცა, წინასწარი შეთანხმებები ინვესტორობთან გაფორმებულია. მათ შესახებ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ.


 ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ დაანონსა “მწვანე პოლიტიკის” პროექტი და მათ შორის, განაცხადა, რომ სურს საწვავის იმპორტის ელექტროენერგიის მოხმარებით ჩანაცვლება, ეს პოლიტიკა ხომ არ შეუშლის ხელს თქვენს გეგმებს?


ჩვენი საწარმო დაპროექტებული იქნება ევრო 5+ სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მაქსიმალურ გათვალისწინებას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილი გათვლილია ექსპორტზე, ასე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგია, განსაკუთრებულად იყოს ჩვენი ზრუნვის საგანი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორის ექსპერტებთან რათა მოხდეს მათი შერჩევა გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესამუშავებლად. პროექტი დაფუძნებული იქნება IFC-ის გარემოსდაცვით სტანდარტებზე და ESIA-ის ანგარიშა სავარაუდოდ ვორლეი პარსონის ჯგუფი მოამზადებს.


 არსებული გეგმით, როდიდან უნდა ველოდოთ ქარხნის მშენებლობის დაწყებას და პირველი ფაზის დასრულებას?


-2019 წელი ჩვენ დაგვჭირდება გარემოსდაცვითი ღონისძიებების მაქსიმალურად გათვლისთვის, ლიცენზიანტების შერჩევისა და დეტალური დიზაინის მოსამზადებლად. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ დავიწყებთ EPC კონტრაქტორის შერჩევას, ვინც უნდა ააშენოს აღნიშნული ქარხანა. სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის მშენებლობის დასრულებას დასჭირდება დაახლოებით 4 წელი.


GBC 






კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up