ლაშა პაპაშვილის  რჩევა მთავრობას - „გაძვირებული სესხი, გამკაცრებული საგირავნო და სარეზერვო პოლიტიკა ბიზნესს გააჩერებს“

ლაშა პაპაშვილის რჩევა მთავრობას - „გაძვირებული სესხი, გამკაცრებული საგირავნო და სარეზერვო პოლიტიკა ბიზნესს გააჩერებს“

access_time2018-12-07 11:00:00

„კომერსანტი“ იწყებს პროექტს  ბიზნესმენების რჩევები მთავრობას. ამჯერად, რუბრიკის სტუმარია ბიზნესმენი, კომპანია Redix-ის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი. მისი განმარტებით, თუ იქნება ერთობლივი კონსოლიდაცია, სამუშაო ადგილებზე ორიენტაცია და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა, ქვეყანა იმაზე მეტად წავა წინ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.



აუცილებელია, ინსტიტუციონალური გაძლიერება, განსაკუთრებით ეკონომიკურ ბლოკში, უნდა მოხდეს ცენტრელიზება, პრემიერ-მინისტრზე სწორება და მის მიერ ეროვნულ ბანკთან ერთად სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება. როგორც პაპაშვილი აცხადებს, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს, რისთვისაც აუცილებელია ბიზნესის ხელშეწყობა. „დაწყებული საკადრო პოლიტიკით, დასრულებული სესხების საგარანტიო პორტფელებში თანამონაწილეობით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს მსხვილ ბიზნესში, რადგან რეალურად სამუშაო ადგილებს მსხვილი ბიზნესი ქმნის,“-აცხადებს პაპაშვილი.


მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესში დღემდე ათობით მილიონი ლარია დახარჯული, მათ შორის, ხვნა-თესვაზე, სტარტაპებში, თუმცა, სამუშაო ადგილები ვერ იქმნება გამომდინარე იქიდან, რომ არ არის გადამზადებული სამუშაო ძალა. ქვეყანაში სამუშაო ადგილს მსხვილი ბიზნესი ქმნის. ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილი ბიზნესი თუ მისცემს თავს უფლებას, რომ ეს ადამიანები გადაამზადოს და მათში ინვესტიცია ჩადოს.




„დღეს პრობლემაა ვეტერინარის, აგრონომის, შემდუღებლის მოძიება. მცირე ბიზნესს არ აქვს საშუალება სპეციალისტები მოამზადოს. მსხვილი ბიზნესი კი ამას ისედაც აკეთებს, თუმცა, დღეს ცოტა გაჭირდა. მიზეზი კი გაძვირებული სესხია. ეროვნულ ბანკს ძალიან გამკაცრებული აქვს საგირავნო და სარეზერვო პოლიტიკა. ძალიან ბევრ გირაოს სთხოვენ ბანკები ბიზნესს და ეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნითაა. ძალიან მკაცრად არეზერვებენ. ამ მიდგომით გაჩერდება ბიზნესი,“-აღნიშნავს პაპაშვილი.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up