ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“

ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“

access_time2019-06-27 11:00:18

„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს,“ ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთმა პირდაპირი ავიარეისები კი აკრძალა, მაგრამ ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა.


„ რუსებმა ტრანზიტული ქვეყნებიდან საქართველოში 6-7 წელი იფრინეს. ეს ნაკადი ეხლაც გაგრელდება. ვისაც ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა,“ აცხადებს პაპაშვილი.


მისი განმარტებით, ქვეყნისთვის ეს არის მცირე შოკი, თუმცა, მსგავსი რამე ქვეყანას უკვე გავლილი აქვს.



„პირველი აცრა 2006 წელს გავიკეთეთ და მგონია, რომ ამ პრობლემებს მარტივად გავივლით. რა თქმა უნდა, მცირე უსიამოვნებები იქნება, ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებით სასტუმროების დაბალ სეგმენტში, მაგრამ გადავიტანთ,“ ამბობს პაპაშვილი.



შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, აღნიშნული პერიოდიდან შეაჩერონ მომსახურების გაწევა.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.


სოფო ქსოვრელი 





“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up