ლაშა პაპაშვილი:„არ არსებობს ცივილიზებული სახელმწიფო, რომელიც რძის წარმოების სექტორს არ ეხმარება“

ლაშა პაპაშვილი:„არ არსებობს ცივილიზებული სახელმწიფო, რომელიც რძის წარმოების სექტორს არ ეხმარება“

access_time2020-01-15 12:30:23

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართული ყველის წარმოებაში ირანული, გაურკვეველი შემცველობისა და უხარისხო რძეპასტის გამოყენებაზე, კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოსწია საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში არსებული პრობლემების მნიშვნელობა. 200 -ზე მეტი სახეობის მქონე ყველის წარმოების ისტორიის ქვეყნის უმნიშნელოვანეს დარგს ყურადღება და ქმედითი ნაბიჯები სჭირდება როგორც ბიზნესის გასაუმჯობესებლად, ასევე პროდუქტის ხარისხის ასამაღლებლად.


ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი წლებია საუბრობს იმაზე, რომ სექტორს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა, ამ დრომდე ხელშესახები შედეგი დარგის წარმომამადგენლებს არ მიუღიათ. 


მე ხშირად ვეუბნები მთავრობის წარმომადგენლებს, რომ არ არის ცივილიზებული ქვეყანა, რომელიც რძის წარმოების სექტორს არ დაეხმარება, იქნებოდა ეს პირდაპირი სუბსიდია, გაყიდვებში დამხმარება თუ სხვა სახის ხელშეწყობა იმიტომ, რომ ძალიან რთულია გლეხური მეურნეობიდან მსხვილ ინდუსტრიულ ფერმაზე გადასვლა. აუცილებელია ახალი ტექნოლოგიები, აბსოლუტურ სტანდარტზე  უნდა მიიყვანოს მწარმოებელმა რძის პროდუქტები. სახელწმიფოს დახმარების გარეშე ეს ბიზნესი მომგებიანი არ არის. მიუხედავად ამისა, საქართველოში „ფერმერთა ასოციაცია“ არსებობს,  რომელიც დიდი ძალისხმევით წლებია იბრძვის დარგის გადასარჩენად და რძის პროდუქტების ხარისხის გამოსასწორებლად. ეს დარგი უმნიშვნეოვანესია ჩვენი გენოფონდისთვის.“- ამბობს ბიზნესმენი.


გადაუჭრელ პრობლემად რძის პროდუქტების წარმოებაში რჩება რძის ფხვნილის გამოყენება, რომელიც ინდუსტრიას მნიშვნელოვნად აზარალებს, ბოლო დროს ირანული პასტერიზებული რძის საკითხი კი ეჭვქვეშ აყენებს პროდუქტის შემცველობასა და მის რეალურ წარმოშობას. ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს, რომ ყველთან ერთად აუცილებელია დღგ-სგან გათავისუფლდეს სხვა რძის პროდუქტებიც და გაჩნდეს მოთხოვნა.



გადამამუშავებლების  80-85 პროცენტი რძის ფხვნილს იყენებს, ამით ინდუსტრია მომგებიანი ვერ იქნება და  ნელნელა სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. დიდი პრობლემაა რძის ფხვნილი, რომელიც განსაკუთრებით ცუდი შემხვევაა, შემოის აურაცხელი რაოდენობით და უხარისხო.ყველი გათვისუფლებულია დღგ-სგან და ვერ მოხერხდა, რომ დანარჩენი პროდუქტიც გათავისუფლებულიყო. ახლა ნელ-ნელა იწყებს სახელმწიფო რეგულაციის გამკაცრებას, რომ როგორმე ირანული რძერპასტა, მიუხედავად იმისა, რომ უვნებელია, მისი წარმომავლობა აბსოლუტურად გაურკვეველია.


სურსათის უვნებლობის სამსახური ამბობს, რომ უვნებელია ეს პროდუქტი,  მაგრამ სასარგებლოც  არ არის. მოთხოვნა უნდა გაჩნდეს,  დეფიციტი იყოს რძის პროდუქტების და  ფასები აიწიოს. არის ქვეყნები, რომლბიც კვოტებს აწესებენ  რომ არ იყოს ჭარბი რძის მიწოდება და არც ნაკლული. მუდმივად გვაქვს ურთიერთობა სახელმწიფოსთან ამ თემაზე, მაგრამ ჯერჯერობით ხერხდება მიზნის მიღწევა,  არ მოგვყვება სახელმწიფო და ჩვენს ხედვას არ ეთანხმება.“- ამბობს პაპაშვილი.


რამდენიმე დღის წინ ბრიტანული ბი-ბი-სის ვებ­გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ქართული ყველის მრავალსაუკუნოვანი ისტორია საინტერესოდ არის მოთხრობილი  ამის შემდეგ მკვლევარმა ანა მიქაძე-ჩიკვ­აიძემ ქართული ყველის სახეობებსა და წარმომავლობაზე  საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ფერმერული საქმიანობის აღორძინებას უნდა შეუწყოს ხელი. როცა ქვეყანას­ ყველის წარმოების 80-საუკუნოვანი­ ისტორია აქვს და ამაზე უკვე ბი-ბი-სიც წერს, როცა ამხელა მსოფლიო დაინტერესებაა ქართული რძისგან წარმოებული ყველის სახეობებით, შეუძლებელია ის ჩაანაცვლოს ფხვნილისგან ან თუნდაც ირანული რძის პასტისგან წარმოებულმა ყველმა.  ამბობს ჩკვაიძე. 


მისივე თქმით, ამ პრობლემას დღეს სამი ძირითადი მოთამაშე ჰყავს: სახელმწიფო, რომლის რეგულაციებზეცაა დამოკიდებული დარგი, მეწარმე,  მომხმარებელი და ფერმერები, რომელიც  ყველაზე ­ დაჩაგრული ფენაა.


მარიამ მორგოშია





ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up