ლაშა პაპაშვილი საჯარო მოხელეებზე: არ შეიძლება უთხრა ბიზნესმენს, რომ კანონში ასე წერია. მაშინ შენ რაში გვჭირდები?

ლაშა პაპაშვილი საჯარო მოხელეებზე: არ შეიძლება უთხრა ბიზნესმენს, რომ კანონში ასე წერია. მაშინ შენ რაში გვჭირდები?

person access_time2016-03-08 10:30:13

ინტერვიუ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილთან


- გადავხედე მედიას და შარშან ამავე დროს ერთ-ერთ მედია საშუალებასთან გითქვამთ, რომ ქვეყნის 80% უნდა იყოს ორიენტირებული ტურიზმზე. არანაირი ინდუსტრია და მეგა პროექტები ჩვენ არ გვჭირდება, რომელიც ეკოლოგიას დაანგრევს“. დღესაც ამ აზრზე ხართ? 


- ამ აზრზე მუდამ ვიქნები. პატარა ქვეყნის შვილები ვართ და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოზე უნდა ვიფიქროთ.

 

- რა იგულისხმება მეგა პროექტებში? შეიძლება ეს დიდ ჰესებს, პორტს და ა.შ. ეხებოდეს?

 

- რა თქმა უნდა. ის რაც არაადეკვატური ზომებით იქნება ჩვენი ბუნებისთვის, ჩვენი წესჩვეულებისთვის, ტრადიციისთვის და ყოფისთვის. ჩვენი უმთავრესი სიძლიერე არის პატარა და მრავალფეროვანი ქვეყანა და ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

 

- აბასთუმნის პორექტი თუ არის მეგა პროექტი და რა ხდება ამ პორექტთან მიმართებაში?


- აბასთუმანი ემიჯნება ბორჯომ-ხარაგაულის უმსხვილეს დაცულ ტერიტორიას, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ მთელს ევროპაში. ამდენად მაქსიმალურად შევეცადეთ და შეიძლება არც კი გამოჩნდეს ეს სასტუმრო-კომპლექსი, თუ ძალიან არ მიუახლოვდა ადამიანი. 

 

- რა ეტაპზეა დღეს ეს პროექტი?


- პარალელურ რეჟიმში მშენებლობა და პროექტირება მიმდინარეობს. როგორც იცით ჩვენ ყოველთვის ვჩქარობთ. სასურველი იყო ჯერ პროექტი სრულად დამთავრებულიყო, მაგრამ მიწის, შემოღობვის სამუშაოები  უკვე დსარულებისკენ არის და  მთავარი მშენებლობის სამუშაოები რომ დაიწყოს მცირედი რჩება პროექტირებისთვის.


- რა არის ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება?


- ამ წუთისთვის 26 მილიონი დოლარი არის პროექტის ღირებულება. არის 140 ნომერზე გათვლილი კურორტი. აბასთუმანში ჩვენ ამ კომპლექსის გარდა გვეკუთვნის სამეფო აბანოები, რომლის რეაბილიტაცია პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.


- თქვენ ასევე აქცენტს აკეთებდით სასტუმრო ბიზნესის პრობლემებზე, მთავრობისგან აქტიურად ითხოვდით სეზონური დაბეგვრის შემოღებას. დღესაც რის წესრიგში დგას თუ არა ეს საკითხი და პრემიერთან შეხვედრების დროს თუ დგება ეს საკითხი ისევ აქტიურად?


- სეზონურზე მერე გადავერთე, იმიტომ რომ ზოგადად რეგიონალური სასტუმროების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება ან მნიშვნელოვანი შემცირება ვიდრე დედაქალაქთან, უკვე რამდენიმე წელია ამ თემაზე ვაყენებ საკითხს. სეზონურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არაფერს ვამბობ, ვთქვათ აჭარაზე , რომელშიც სამ თვიანი დატვირთვა აქვთ სასტუმროებს. იქ  უნდა იყოს აუცილებლად სეზონურობა, მაგრამ წარმოიდგინეთ თუშეთშიც მთელი წელი იგივე გადასახადს ვიხდი, რომელიც მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს 9 ან 8 თვე. 



რა უკუკავშირს ღებულობთ მთავრობისგან და რატომ არ არის ეს საკითხი დაძრული?


- უამრავი საკითხია გადასაწყვეტი. დარწმუნებული ვარ დღის წესრიგში აქვთ შეტანილი ეს საკითხი და გადაწყდება. გადასახადების გადახდისგან  თავის აცილების შანსები დასახვეწია. მოგების გადასახადის შემცირების თემა პრიორიტეტულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არანაკლებია ესეც. ტურისტებს, რომელთა რიცხვიც იზრდება და ყველა ვამაყობთ, უნდა დავახვედროთ ყველა ატრიბუტი, რაც ტურისტს ჭირდება.


- თქვენ ამბობთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ვერ იქნება ცალსახად ხელშემწყობი ფაქტორი და რეალურად მაინც დგება დღის წესრიგში სეზონური დაბეგვრის თემა?


– რა თქმა უნდა. ეს ცალკე თემაა და აბსოლუტურად განსხვავებული მოგების გადასახადისგან. მოგების გადასახადს თავისი უკიდურესად დადებითი მომენტები მოყვება, მაგრამ რეგიონი და ქონება სხვა თემაა. 

 

- თქვენი კიდევ ერთი განცხადება მინდა შეგახსენოთ. 2013 წელს განაცხადეთ, რომ ბიზნესისთვის თავისუფლება არის გადამწყვეტი და თუ უზრუნველყოფილი იქნება ბიზნესისთის ეს თავისუფლება მაშინ საერთოდ ვერ ხედავთ რა საჭიროება შეიძლება არსებობდეს ბიზნეს ომბუდსმენის ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნეს ომბუდსმენთან კომუნიკაცია არის ყველაზე აქტიური და ფაქტია რომ მიის საჭიროება დღეს დგას. თქვენივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ისე თავისუფალია დღეს ბიზნესი საქართველოში?


- მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად თავისუფალია ბიზნესი და ეს ნამდვილად საამაყოა. არცერთი მიმართულებით შიში არ არსებობს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანი კაპიტალის მოდინებისთვის. რაც შეეხება ომბუდსმენს, გააჩნია პრიორიტეტებს. იყო დრო, როდესაც არდაჭერას ებრძოდა ომბუდსმენი და დღეს შეიძლება ბიუროკრატიას ან კანონის მოდიფიკაციას ებრძვის, რომ გამარტივდეს. მე ვფიქრობ, ბიზნეს ომბუდსმენი ძალიან კარგად ასრულებს ბოლო წლებში საქმიანობას და კიდევ უნდა გააფართოვოს მოქმედება, რომ გამარტივდეს ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში. მე შეიძლება მოვახერხო ურთიერთობა ჩემი წარსულიდან, ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ბიზნეს ომბუდსმენმა და მთელმა მთავრობამ უნდა იფიქროს დამწყებ ბიზნესმენებზე. ახალგაზრდამ, რომელმაც დაამთავრა სასწავლებელი დასავლეთში თუ საქართველოში და უნდა შევიდეს ბიზნესში. მისთვის ყველა კარი ღია უნდა იყოს და ნებისმიერი ჩინოვნიკი ზრუნავდეს, რომ ამ ადამიანს ხელი არ შეეშალოს, არ დატოვოს ქვეყანა და მომგებიანი ბიზნესი შექმნას. უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად, რომ მას ქონდეს მომგებიანი ბიზნესი.


- თქვენ „Doing Business“-ის რეიტინგი ახსენეთ. მნიშვნელოვანია ეს რეიტინგები ინვესტორებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის იძლევა ეს მნიშვნელოვან ინფორმაციას? ხშირად როდესაც უკან დახევა არის ხოლმე და ხდება აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ მეთოდოლოგია შეიცვალა და ახლა სხვანაირად ითვლიან და ა.შ. თქვენთვის დამაკმაყოფილებელი არის ხოლმე ამ ტიპის არგუმენტები ხელისუფლების მხრიდან?


- არა, ჯობია თავის თავს დააბრალონ და აღიარონ. როდესაც გრძელ ვადაში გრძელდება და უარესდება 6 ან მეტი თვე, არგუმენტი აღარ არსებობს.


- ასევე რეგულაციები და ბიუროკრატია ახსენეთ. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო ადმინისტრირება, ბიუროკრატია და რეგულაციები არის ის პრობლემები, რომლებზეც არა მხოლოდ ბიზნესი არამედ მთავრობამაც ნაწილობრივ აღიარა პრობლემები და პრემიერიც ამაზე აკეთებს აქცენტს, როდესაც რეფორმებს აანონსებს. თქვენ თუ შეგქმნიათ მსგავსი პრობლემები და როგორ ჭრით ხოლმე?


- უკიდურესი ძალისხმევა ჭირდება მსგავსი პრობლემების გადაჭრას, ამდენად სულ ვამბობ რაც ჩვენ გვაკლია და რაც აუცილებლად მისაღწევია. დაიწყო რამოდენიმე წელია და პრეცედენტული სამართლის პრინციპების, შეიძლება ზუსტად ვერ იყოს ბრიტანული ან ამერიკული სამართალი, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს სასამართლო ხელისუფლებამ კარგი პრეცედენტების გამოყენება, რამაც მოკლე ვადიან პერიოდში გაამართლა. ეს სისტეამა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მოქნილი იყოს მთავრობა. 

 

- თქვენ ხართ იმ ბიზნეს ასოციაციის წევრი, რომელსაც მოკლე პერიოდში არაერთხელ მოუწია საკონსტიტუციო დონეზე განეხილა რეგულაციები და მათი მიზანშეწონილობა. რა პროცესთან გვაქვს საქმე, არის ხელისუფლება თანმიმდევრული თავის პრო-ბიზნესულ დამოკიდებულებაში?


- მე, ბიზნეს ასოციაციაში, სადაც უმსხვილესი ბიზნესია წარმოდგენილი, ვარ ვიცე-პრეზიდენტი. უკვე მე-7 წელს ითვლის ასოციაცია, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დავიწყეთ მუშაობა და თანმიმდევრულობა ამ სიტუაციაში არ გამოდგება, უფრო ჯაჭვია, რომელშიც არის უმნიშვნელოვანესი რგოლი. ერთ-ერთი არის სასამართლო ინსტიტუტი, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს, რომ ჯაჭვი მუშაობდეს. უნდა მოხდეს  მნიშვნელოვანი რგოლების წინ წამოწევა. მოგების გადასახადის გაუქმება  მიიღოს სახელმწიფომ და წლობით გაიჭედოს სასამართლო დავები, ან  არარაციონალური და არაადეკვატური ბიზნეს გადაწყვეტილებები მოვიდეს სასამართლოდან, შედეგი არ იქნება.


- ეს ბიზნეს დავები არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც დღეს როგორც პრობლემა დგას?

 

- არ მინდა მხოლოდ სასამართლოთი შემოვიფარგლო, იმიტომ რომ მთელი დასავლეთი გონივრულობაზეა აგებული. კანონი ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ ზუსტად იყოს გაწერილი როგორ უნდა იმოქმედოს ჩინოვნიკმა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მთავარია პრაქტიკულად როგორ გამოიყენებს. 


- ფიქრობთ, რომ მოსამართლეთა კვალიფიკაცია შეიძლება იყოს პრობლემა?


- მე ვამბობ, რომ ნებისმიერმა ჩინოვნიკმა უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება. არ შეიძლება უთხრა ბიზნესმენს, მათ შორის დამწყებს, რომ კანონში ესე წერია. მაშინ შენ რაში გვჭირდები და რაში გიხდით ხელფასს? კი წერია კანონში, მაგრამ კონკრეტული საქმე ადგილზე შეისწავლეთ და კაბინეტიდან არ გადაწყვიტოთ.


- დღეს ეს არის გამოწვევა? 


- ეს არის უმთავრესი გამოწვევა და კიდევ დეცენტრალიზაცია. ჩვენ ერთი დიდი მეგა პოლისი გვაქვს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და ემუქრებათ გარდაუვალი ნერვიულობა, ინფარქტი, გულის შეტევა და ა.შ. უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ხალხი დავასაქმოთ, დაუბრუნდნენ რეგიონებს, სოფელს, იქ უნდა გაჩნდეს სამუშაო ადგილები. თვითმმართველი თუ ძლიერი არ იყო, მას არ ეცოდინება რა პრიორიტეტები აქვს ნებისმიერ რაიონს. 


- არის თუ არა ლარის კურსი ერთ-ერთი შემაფერხებელი მომენტი ბიზნესითვის?

 

- დღეს უკვე გამყარება შეიმჩნევა და აღარ არის შემაფერხებელი. რყევებია ბიზნესისთვის ხელისშემშლელი. თუ გრელვადიანად ვიცით საით მიდის ქვეყანა და რას აპირებს, თუ მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრულია, არ უშლის ხელს.


- თქვენ ითხოვდით პრემიერის ჩართულობას “Microsoft”-თან დაკავშირებით და ამბობდით, რომ “Microsoft“-ის ლიცენზიის შეძენა ბიზნესისთვის შეიძლება დამანგრეველი ყოფილიყო.  რა დახმარებას ითხოვდით პრემიერისგან და თუ მიიღეთ? თუ გაქვთ ლიცენზირებული “Microsoft“ და რა ჯდება?


- დაახლოებით ნახევარი მილიარდი ვახსენე, შემდეგ გადავთვალეთ დაახლოებით ძალიან უხეში ციფრებით 1 მილიარდი უნდა გავიდეს ქვეყნიდან, რომ  „გათეთრდეს“ “Microsoft“-ის მოხმარება. წარმოიდგინეთ ეს რა გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე და ლარზე. მეორე კუთხით ჩვენ არ გვინდა, რომ შავ სიაში ვიყოთ, არ შეიძლება ერმა იპაროს ვიღაცის ინტელექტუალური საკუთრება. ძალიან გადაუდებელი არ არის, მაგრამ უკვე იყო ფაქტები, რომ “Microsoft“-მა თავისი ინტერესების დაცვა დაიწყო ამ ქვეყანაში, დაიქირავა იურისტები და მნიშვნელოვან მოთამაშეებთან აღმასრულებლითაც მივიდნენ. ეს პროცესი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. 

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up