ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

access_time2019-09-17 14:00:28

„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“ ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი.


პაპაშვილი აღნიშნავს, რომ იზიარებს NDI-ს კვლევის შედეგს იმ ნაწილშიც, სადაც ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა შექმნილ სიტუაციაზე ნამდვილად ხელისუფლებას ეკისრება. რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ ისტორიულად უმძიმესი გეოპოლიტკური მდგომარეობა გვაქვს.


„ბევრი ინტერესი იკვეთება ჩვენს ბედკრულ ქვეყანაზე. ვთვლი, რომ მთავრობამ მეტნაკლებად მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება. ხომ ხედავთ რა აგრესიებიც არის ჩრდილოეთიდან, არანაკლები შეფარული ინტერესები აქვს სამხრეთს. ამდენად, ჩვენთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობაა. ვფიქრობ, ძალიან რთულად სამართავი პროცესებია ხოლმე, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური, ამ კუთხით, უფრო გაართვა ხელისუფლებამ თავი, ვიდრე ეკონომიკური კუთხით,“ აღნიშნავს პაპაშვილი.


„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია.ამასთან, 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ იცვლება, 4 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დადებითია.



როგორც პრეზენტაციაზე საქართველოში „ენდიაის“ ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა აღნიშნა, ალბათ, ეს ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელზეც პასუხისმგებლობას გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს, განსაზღვრავს მოსახლეობის დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.კვლევის ძირითადი აქცენტები სწორედ ეკონომიკასა და ჯანდაცვაზეა გაკეთებული.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.


„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.


სოფო ქსოვრელი 






ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up