ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

access_time2020-04-06 13:00:23

მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს.


„მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია  გაითვალისწინებენ და  ძალაში შეიყვანენ. შაბათს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით გვქონდა შეხვედრა და წამყვანმა ბანკებმა შესთავაზეს ჰეჯირების გეგმა, რომელიც მოწონებულ იქნა. ამიტომ იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ლარს არ ემუქრება გაუფასურება. მთავრობამ ამ შეთავაზების შემდეგ დაინახა, რომ პირდაპირ ინტერვენციებს სჯობს  ამის ჰეჯირება მოხდეს, უფრო ნაკლები ხარჯით გავიაროთ ეს მტკივნეული პერიოდი, ისინი დაგვეთანხმენ და მგონი მუშაობენ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ სავალუტო რისკის ჰეჯირების საუკეთესო საშუალება არის „ბუნებრივი ჰეჯირება“. ბუნებრივი ჰეჯირება არის ბიზნეს პროცესების ისეთი დაგეგმარება-წარმართვა, რომ კომპანიის ფულადი ნაკადების მოცულობა (შემოსავლები და ხარჯები) ვალუტების მიხედვით სრულად ან მაქსიმალურად სრულად შეესაბამება ერთმანეთს  და ამგვარად აცილებულია ან მინიმუმამდეა დაყვანილი სავალუტო რისკი. ბუნებრივი ჰეჯირების უპირატესობა არის ის, რომ არ საჭიროებს დამატებით დანახარჯებს და პირდაპირ უკავშირდება კომპანიის ბიზნეს პროცესებს. თუმცა, ყველა კომპანიას არ აქვს საშუალება, ასეთი ქმდებით დაიცვას თავი სავალუტო რისკისგან.



შეგახსენებთ, COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახება ლარის კურსზე, რომელიც წლის დასაწყისიდან ინარჩუნებდა პოზიციებს დოლართან მიმართებაში, თუმცა მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია ლარის კურსის მცირედი გამყარების ტენდენციით წასვლა, თუმცა ის მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთავრობისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up