ლაშა პაპაშვილი: ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებს ლარს

ლაშა პაპაშვილი: ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებს ლარს

access_time2019-04-15 18:19:25

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, დოლარი 2.55 ლარი უნდა ღირდეს.


ამის შესახებ პაპაშვილმა BMG-თან ინტერვიუში განაცხადა და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებს.


მისი თქმით, რომ არა რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, ქვეყანაში დოლარის კურსი გაცილებით უფრო დაბალი იქნებოდა.


რედიქსის დამფუძნებელი ამბობს, რომ მართალია, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ სებ-ის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარი საზრუნავი სებ-ისთვის ეროვნული ვალუტის მდგრადობის შენარჩუნება უნდა იყოს.



„რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ინფლაციის დაჭერა, მაგრამ განსხვავებით უმსხვილესი მოთამაშეებისა, როგორიც არის დასავლეთის უმსხვილესი ქვეყნები - ამერიკა იქნება ეს თუ ინგლისი, მათთვის მხოლოდ ინფლაცია არის უმნიშვნელოვანესი საზრუნავი, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ლარის კურსი. სავალუტო რყევები არის დიდი საფრთხე ასეთი მცირე ეკონომიკისთვის.


ლარის მცურავი გაცვლითი რეჟიმის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშია. მე მათ ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებენ ლარს და ეს გამყარების მიმართულება არაა - ეს მხოლოდ გაუფასურების მიმართულებაა. მათი ინტერვენცია მარტო ვალუტის შესყიდვაა.


არ არის რეზერვების შევსება ერთადერთი მიზანი. მე არ ვამბობ, რომ ახლა დოლარის ღირებულება 2 ლარი უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ 2.55 ლარი უნდა იყოს. როდესაც საშუალებას გაძლევს შენი ეკონომიკის პერფორმანსი და ეს შედეგი გვქონდა გასული წლის მესამე კვარტალში, რაც მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსში გამოიხატა. ცოტა ნაყოფი ხომ უნდა მიიღოს ამისგან? ტოტების დამტვრევას არ ვითხოვთ, ვამბობ, რომ მცირედით უნდა შემცირდეს კურსი. საცალო ბიზნესს უჭირს, საცალო ვაჭრობას უჭირს, უჭირთ მცირე ბიზნესმენებს, ვინც ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის უმთავრესი და მათი ბალანსები მცირედით მაინც რომ გალამაზდეს, აუცილებელია, შედარებით უფრო დაბალი დოლარის კურსი“, - ამბობს პაპაშვილი.


საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების პროგრამას ატარებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა $135 მილიონი შეისყიდა. ამავდროულად, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსების ახალი სისტემაც აამოქმედა, რაც სავალუტო ოფციონების ყიდვას გულისხმობს. სებ-ის მიერ ფაქტობრივად გაყიდული ოფციონების ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.


BMG






რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...


მსგავსი სიახლეები

up