ლაშა პაპაშვილი: „ახალ პრემიერს რაც უფრო ინტენსიური ურთიერთობა ექნება ბიზნესთან, მით უფრო მოიგებს თვითონაც და ქვეყანაც“

ლაშა პაპაშვილი: „ახალ პრემიერს რაც უფრო ინტენსიური ურთიერთობა ექნება ბიზნესთან, მით უფრო მოიგებს თვითონაც და ქვეყანაც“

access_time2019-09-10 11:30:43


“გადაუდებელი აუცილებლობა  ასე აფასებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“  უკვე პრემიერის გიორგი გახარიას მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილი პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს.


 ერთ-ერთი ასეთია საგადასახადო დისციპლინის გამკაცრება. ბიზნესმენი აცხადებს, რომ დღეს პატიოსანი გადამხდელი დისკრიმანაციულ სიტუაციაშია ჩაყენებული, რადგან არაპატიოსანი გადამხდელისგან განსხვავებით, იხდის ყველანაირ გადასახადებს და ვადებს იცავს. პაპაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ჭკვიანი პრემიერი ასე გააკეთებდა.


„21-ე საუკუნეში პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე არ არსებობს და როგორ გააკეთებ ბიზნესს? ამიტომ, ახალ პრემიერ-მინისტრს რაც უფრო ინტენსიური ურთიერთობა ექნება ბიზნესთან, მით უფრო მოიგებს, თვითონ პრემიერიც და ქვეყანაც,“-აცხადებს პაპაშვილი.


ბიზნესმენი აცხადებს, რომ ადგილობრივ ბიზნესმენებს მთავრობასთან იგივე რეფორმებზე ბევრჯერ უსაუბრიათ, თუმცა, მისი შეცვლა ვერცერთმა პრემიერმა ვერ შეძლო. საუბარია, მოგების და ქონების გადასახადების გაუქმებაზე. პაპაშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმროებს, რომლებიც რეგიონებში მდებარეობს და ტურისტული სეზონიდან გამომდინარე მუშაობა 2-3 თვე აქვთ, სახელმწიფოსთვის მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდა 12 თვის მანძილზე უწევთ.


„წინა პრემიერთან დაყენებული მქონდა ეს საკითხი, თავისი პოზიციაც ჰქონდა დაფიქსირებული, თუმცა, ისე წავიდა, რომ მისი ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყვეტა ვერ მოახერხა.“



პაპაშვილს განცხადებით, დღეს როგორც სასტუმრო, ისე სხვა ბევრი ინდუსტია ლარის გაუფასურების გამო კოლაფსშია შესული, ეს მიმართულებაც მისახედია.


პაპაშვილი გადახდისუუნარობის კანონის მიღების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონმდებლობის არსებობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.


„მისი არსებობა ყოველდღიურ რუტინაში გვჭირდება. ამიტომ, რაც სწრაფად მიიღებენ, უკეთესია,“-აღნიშნავს პაპაშვილი.


რაც შეეხება ბიზნესთან დიალოგს, ბიზნესმენის თქმით ის, რომ წინა პრემიერების დროს ბიზნესთან კომუნიკაცია ნაკლები იყო, არ შეიძლება, თუმცა, ვერაფერი ქმედითი ვერ ხორციელდებოდა. დიალოგი ერთია და აღსრულება მეორე. ამიტომ, უნდა გაორმაგდეს კავშირი და გასამმაგდეს აღსრულება.


„ბატონი გიორგი თვითონ იყო ბიზნესომბუდსმენი, ერთადაც ბევრი გვივლია და გვიტალახებია იმდროინდელი პრემიერ-მინისტრების და ფინანსთა მინისტრების კარებები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღსრულება კრიტიკულია. დიალოგი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩვენ შემდეგ გადაწყვეტილებებს ველოდებით. ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი გაპასიურებელია, ეს კი მაშინ ხდება, როდესაც მის რეკომენდაციებს მთავრობა არ იზიარებს და ის ნომინალური, ფორმალური ხდება.“


ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენის ინიციატივები და რეკომენდაციები მთავრობაში უფრო მეტად უნდა იქნას გათვალისწინებული.


როგორც ცნიბილია, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენინას გახარიამ საკანონდმებლო ორგანოში განაცხადა, რომ საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია.


“საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ ბიზნესთან პირდაპირი, ღია, გახსნილი დისკუსია და კონუმიკაცია გვექნება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. ჩვენ საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა კონტროლისა და აღსრულების ნაწილში გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი. ეს ბიზნესის ინტერესია, რადგან თამაშის წესები უნდა იყოს ერთი და ყველასათვის. საგადასახადო დისციპლინა ეს ის მიმართულებაა, რაზეც უახლოეს პერიოდში კონცენტრირებულად გვექნება სამუშაო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისივე განმარტებით, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროგნოზირებადობა, ხოლო ხარჯების ნაწილში, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ხარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს. გახარიას განმარტებით, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტიც მოხვდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. მათ შორის გაძლიერდება ბიზნესთან დიალოგი, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის და გაძლიერდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.


პარლამენტში, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა და ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საგადასახადო კუთხით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა. ხაზი გაესვა გადახდისუუნარობის კანონის მიღების აუცილებლობასაც.


სოფო ქსოვრელი 





„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up