ლაშა ნიკოლაძე: საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიას დროში გაწერილი გეგმა სჭირდება

ლაშა ნიკოლაძე: საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიას დროში გაწერილი გეგმა სჭირდება

person access_time2016-03-11 16:12:19

მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც  რეინვესტირებული თანხების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს, რეფორმის პირველ ეტაპზე ფინანსურ სექტორს არ შეეხება, თუმცა აღნიშნულ შეღავათს ფინანსური სექტორის წარმომადგენლებიც ითხოვენ. 

 

აღნიშნული საკითხი ფინანსთა სამინისტრომ სადაზღვევოებთან ერთად განიხილა და კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

 

რამდენად აუცილებელია მოგების გადასახადის რეფორმის დროს კომპლექსური მიდგომა და რამდენად სჭირდება მოგების გადასახადის რეფორმა სადაზღვევო სექტორს. ამ თემაზე გადაცემა „ეკონომეტრი“-ს ეთერში დაზღვევის ექსპერტმა ლაშა ნიკოლაძემ ისაუბრა.


- ანალიტიკოსების ნაწილი მოგების გადასახადის რეფორმას მიესალმება და თვლის, რომ საფინანსო სექტორის  გამოთიშვა ამ პროცესიდან შესაძლოა კორუფციის მიზეზი გახდეს. თანაც ეს ხელს შეუშლის საპენსიო რეფორმის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ებმის სადაზღვევო ბიზნესს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. თქვენ როგორ აფასებთ მთავრობის ინიციატივას და უნდა შეეხოს თუ არა ყველა სექტორს ფინანსურის და მათ შორის სადაზღვევო ინდუსტრიის ჩათვლით?


- პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც პრემიერ მინისტრის მიერ იყო ინიცირებული და შეეხებოდა ასეთი ტიპის მოგების გადასახადის ლიბერალიზაციას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში შიდა ინვესტიციების წარმოშობასთან და გაჩენასთან. რაც შეეხება უშუალოდ საფინანსო სექტორშს, რამდენიმეა და მე მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების ნაწილზე გავჩერდები, თუმცა შემიძლია ზოგადადაც მოგახსენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია და აგიხსნით რამდენიმე მაგალითის განხილვით. ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანიის ინსტრუმენტი გახლავთ ლიკვიდური კაპიტალი, ანუ ფული. საქართველოში მოგეხსენებათ, რომ კაპიტალის ძალიან სერიოზული დეფიციტია თუ შევადარებთ მეზობელ ქვეყნებს.  დაახლოებით 2-2.5 - ჯერ ნაკლები კაპიტალია სადაზღვევო ინდუსტრიაში მობილიზებული. თუ გარკვეულ გაშუალებას გავაკეთებთ იგივე ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ერთ-ერთი ხელშემწყობი ამ კაპიტალის ზრდისთვის სწორედ ასეთი ტიპის მოგების გადასახადის ლიბერალიზაცია იქნება. გარდა ამისა კაპიტალიზაცია სადაზღვევო კომპანიებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი, როგორც გარე ასევე შიდა მომხმარებლისთვის. სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი სწორედ შიდა ინვესტიცია უნდა იყოს, რაც თავის მხრივ შიდა პროდუქტსაც აიაფებს. როდესაც დიდ სადაზღვევო კომპანიას საკუთარი ინვესტიციების ხარჯზე აქვს გარკვეული რესურსი და რეზერვი მოგეხსენებათ ეს მომხმარებლისთვის ძირიდათ პროდუქტსაც მნიშვნელოვნად აიაფებს.  თან ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ სადაზღვევო ინდუსტრია მონაწილეობს სოციალურ დაზღვევებშიც. მაგალითად, ისეთი როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური არის ქართველი მომხმარებლისთვის.


- სადაზღვევო ინდუსტრიამ რამდენიმე რთული ფაზა უკვე გაიარა. მიუხედავად ამისა მაინც განაგრძობს ზრდას. საფონდო ბაზარი კი საერთოდ ჩანასახშია, არადა როგორც საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს სადაზღვევო ინდუსტრიის და საპენსიო ფონდების განვითარება სწორედ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მეშვეობით ხდება და ამის გარეშე ვერც დაგეგმილი საპენსიო რეფორმა გამოვა. თქვენი აზრით რამდენად აუცილებელია, რომ არა მხოლოდ მოგების გადასახადის რეფორმა იყოს კომპლექსური არამედ ზოგადად საფინანსო სექტორის პროგრამა?


- როდესაც გაკეთებული იყო ინიციატივა მოგების გადასახადის ლიბერალიზაციაზე, ჩემი პირადი აზრით, ძალიან სწორი მინიშნება იყო გაკეთებული, რომ საფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს მექანიკურად არ ყოფილიყო გადატანილი ისე, როგორც დანარჩენი ბიზნესისთვის. ამ სფეროებს საკუთარი რეგულაციები გააჩნიათ და ეს რეგულაციები უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული, ასეთი ტიპის შეღავათი თუ გავრცელდება საფინანსო ინსტიტუტებზე მაქსიმალური ეფექტი და მომგებიანობა განიცადოს ამ ბიზნესის ზრდამ. სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოში ალბათ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყველაზე დიდი ინიციატორი და განმავითარებელი იქნება საპენსიო რეფორმა და საპენსიო დანაგროვები, რომელიც ასევე ნაწილობრივ სადაზღვევო კომპანიების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ამ ნაწილში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ასეთი ტიპის მოგების ლიბერალიზაცია და ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ასეთი ტიპის ლიბერალიზაციის საჭიროებას სადაზღვევო კომპანიებისთვის. 


- ფიქრობთ თუ არა, რომ წამოვა მთავრობა თანამშრომლობაზე?


- თვითონ პრემიერის ინიციატივა იყო, შესაბამისად მთავრობაა ამ ყველაფრის ინიციატორი. მე წინააღმდეგი ვარ, რომ მექანიკურად მოხდეს ამ ყველაფრის გავრცელება თუნდაც სადაზღვევო ინდუსტრიაზე, მაგრამ შესაბამისი კითხვების და ანალიზის გაკეთების მერე თუ როგორ ჯობია, როდის ჯობია და როგორი ფორმით იმიტომ, რომ აქ გარკვეული ბუღალტრული აღრიცხვის ელემენტებიც იქნება შესაცვლელი. ჩემი აზრით ასეთი სიმბიოზის და სინთეზის მიღწევა შესაძლებელია და აუცილებელია.


- 2015 წელი პრაქტიკულად იყო პირველი წელი, მას შემდეგ რაც საყოველთაო ჯანდაცვა სრულად  ამოქმედდა და სადაზღვევო ინდუსტრია გარანტირებული თანხების გარეშე დარჩა. თქვენ დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ზედამხედველობის ხელმძღვანელი ამ გარდამავალ პერიოდში ბრძანდებოდით და როგორ გაართვა თავი აღნიშნულმა სექტორმა აღნიშნულ რეფორმას?


- ძალიან ძნელი იქნება მარტივი პასუხის გაცემა. კომპლექსური არის, რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ მე მნიშვნელოვან მომენტს გამოვყოფ , რომ ის რეალური კარგი, ჯანსაღი სამედიცინო ტიპის დაზღვევები, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს ქონდათ შეთავაზებული, რა თქმა უნდა განვითარდა და სადაზღვევო ბაზარიც ღირსეულად შეხვდა ასეთი ტიპის გამოწვევას. თუმცა ისეთი სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც არც მანამდე არ უნდა ყოფილიყო, ასეთი ტიპის პროდუქტების კვდომა გამოიწვია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქართულმა მოსახლეობამ სწორად შეაფასოს ჯანმრთელობის დაზღვევა – სად ჯობია თუნდაც ერთი ლარი გადაიხადოს ან არ გადაიხადოს. ზოგადად თვითონ სადაზღვევო პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება ცალსახად გამოიწვია, თუმცა რასაკვირველია გარანტირებული შემოსავლები დაუკარგა რიგ სადაზღვევო კომპანიებს. ბოლო მომენტში ყველა სადაზღვევო კომპანია არც თავიდან და არც შემდეგ არ იღებდა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას. გარკვეულწილად დისონანსს იწვევდა უკვე 2015 წლის გადასახედიდან წინა მოვლენებზე. სახელმწიფო შეეცადა გარკვეული გამათანაბრებელი საყოველთაო ჯანდაცვა შემოეღო მოსახლეობისთვის, რამაც გამოიწვია ის, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ამ ეტაპზე ამორთულები არიან  სახელმწიფო სოციალური დაზღვევიდან, მაგრამ ამას ისეთი ეფექტი ქონდა, რომ გაუმჯობესდა სადაზღვევო პროდუქტები და ღირსეულმა სადაზღვევო კომპანიებმა ღირსეულად გაართვეს თავი ამ სიტუაციას. მზაობაც იყო წინასწარ დეკლარირებული. თუმცა ჩვენ შეიძლება ბევრი ვიდავოთ, რომელი სერვისი ჯობია – სახელმწიფო თუ კერძო, მაგრამ ჩემი აზრით იმ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიები მზად არ იყვნენ, რომ ისეთი მძიმე ტვირთი აეწიათ კაპიტალის სიმძიმის გამოც და მენჯმენტული დეფიციტის გამოც, რომელიც იმ წლებში შეინიშნებოდა კომპანიებში. მომავალში შეიძლება ეს სულ სხვანაირად იყოს და ამას მომავალი გვაჩვენებს. 


 - სამომავლოდ რა გამოწვევებს და საფრთხეებს ხედავთ დაზღვევის სექტორში?

 

- სადაზღვევო სექტორს გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება და დროში გაწერილი გეგმა სჭირდება საქართველოს ინდუსტრიისთვის. კარგად მოგეხსენებათ, რომ ასაქართველოში არ მუშაობს არც ერთი ტიპის სავალდებულო დაზღვევა. ისეთი, როგორიც შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ევროპაში იყოს. მითუმეტეს ვიზალიბერალიზაციის ფონზე ეს კიდევ უფრო განმასხვავებელი ხდება ჩვენსა და ევროპის ქვეყნებს შორის. ამ და სხვა მიმართულებითაც ძალიან ზომიერი, გააზრებული და გაანალიზებული ქმედებები საჭიროა, რომელიც ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას აიყვანს იმ სიმაღლეზე რომელიც საშუალებას მოგვცემს ვილაპარაკოთ სხვა გადმოსახედიდან და თუნდაც ახლოს მივიდეთ აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ სადაზღვევო ინდუსტრიასთან.



გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...


მსგავსი სიახლეები

up