ლაშა ნაცვლიშვილი: კეზერაშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას, რომელიც ორ ათეულზე მეტი წელია არის Forbes-ის სიაში

ლაშა ნაცვლიშვილი: კეზერაშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას, რომელიც ორ ათეულზე მეტი წელია არის Forbes-ის სიაში

access_time2020-07-08 12:19:42

ვინ აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებას მედიათავისუფლებასთან და მრავალფეროვნებასთან დიქტატურად? ხალხი, რომელმაც ეს ტელევიზია დაარბია და მიიტაცა, რომელმაც მიიტაცა „რუსთავი 2“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.


მისივე თმით, „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტროს შესვლის დროს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა.


„2002 წელს, როდესაც „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, რასაც მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დელეგიტიმიზაცია და პრაქტიკულად მაშინ დასრულდა ხელისუფლება, როდესაც ტყავის ქურთუკიანი ბიჭები „რუსთავი 2-ს“ უტევდნენ, მაშინ კალმის ეს რაინდი იყო იმ უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და აი ასე ურთიერთობდა გიორგი კაპანაძე საზოგადოებასთან და „რუსთავი 2-თან“, სპეცრაზმით. და მერე ამ ხალხთან ერთად გახდა მაროდიორი. ამიტომ, ეს დრამატული ტრანსფორმაციები ხალხმა უნდა იცოდეს“, - ამბობს ნაცვლიშვილი.


მან ასევე ოპოზიციურ ტელევიზიებზე ისაუბრა.



„გვარამია-ოქუაშვილი-რურუას დაფუძნებული ტელევიზია პოლიტიკის კრიმინალიზაციასა და დამნაშავეთა მფარველობაში ბრალს დებს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. პარალელურად, კეზერაშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას. აი იმ კეზერაშვილის, რომელიც რითი გამდიდრდა მელიას ვკითხოთ. ხალხის ძარცვით და რეკეტით გამილიარდერებული კეზერაშვილის ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას, რომელიც ორ ათეულზე მეტი წელია არის Forbes-ის სიაში. და მესამე, ეს გველეშაპი ხომ სამთავიანია, მათი უმცროსი მეგობარი, რომლის გასაძლიერებლად „ფილდ კომანდერი“ იქნა მივლინებული „ფიურერის“ მიერ „ტვ პირველში“, ფულის გათეთრებაში ბრალდებული დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი და მისი არაფორმალური დამფინანსებელი, ასევე ფულის გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილს სდებენ ბრალს ფულის გათეთრებაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up