ლაშა ლაფაჩი: საბანკო გარანტიების მოთხოვნის ქართული პრაქტიკა ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება

ლაშა ლაფაჩი: საბანკო გარანტიების მოთხოვნის ქართული პრაქტიკა ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება

access_time2016-04-07 11:30:11

სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის უსაფუძვლო მოთხოვნა არაერთი ქართული კომპანიის გაკოტრების მიზეზი გახდა. 

 

ამ თემაზე „კომერსანტმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, საკითხს პერიოდულად სხვა მედიასაშუალებებიც აშუქებენ. თუმცა ხელისუფლების მხრიდან მანკიერი პრაქტიკის შეცვლის ნება და უნარი ჯერჯერობით არ ჩანს


აღნიშნულ თემაზე მომზადებულ პუბლიკაციებსა და სატელევიზიო სიუჟეტებში, კონკრეტული მაგალითებისა და სპეციალისტების შეფასებების საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ კონტრაქტორი კომპანიებისგან საბანკო გარანტიების მოთხოვნის ქართული პრაქტიკა ყოველგვარ ლოგიკას სცდება. სპეციალისტები ამ პრობლემის მთავარ გამომწვევ მიზეზად, საკანონმდებლო ხარვეზის გარდა, სახელმწიფო მოხელეების არაკომპეტენტურობას ასახელებენ, რომლებიც ტენდერის პირობების არაარსებითი დარღვევის შემთხვევაშიც კი, მოსალოდნელი შედეგების ყოველგვარი ანალიზის გარეშე, უპირობოდ ითხოვენ კომპანიებისგან საბანკო გარანტიების გადახდას.  


ეს პრაქტიკა სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან:  ევროპაში, საქართველოსგან განსხვავებით, საბანკო გარანტიის მოთხოვნა უნდა იყოს სრულყოფილად დასაბუთებული. დეტალურად ევროპული გამოცდილების შესახებ „კომერსანტს“ „არდი დაზღვევის“ რისკების მართვისა და გადაზღვევის დირექტორი, ლაშა ლაფაჩი ესაუბრა, რომელიც საბანკო გარანტიების მოთხოვნის პრაქტიკას ჰოლანდიაში პირადად გაეცნო.

 

– საბანკო გარანტიებთან დაკავშირებულ  პრობლემებზე „კომერსანტთან“ ბევრი სამშენებლო კომპანია საუბრობს.  თქვენი შეფასებით, რა იწვევს ამ პრობლემას და რამდენად ადეკვატურია ამ მიმართულებით ქართული კანონმდებლობა?


–  სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთობაში დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა სახის გარანტიების არსებობას, რომელთა მარეგულირებელი ნორმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 1997 წლიდან არსებობს.  აღნიშნული პერიოდის შემდგომ მასში არსებითი ხასიათის ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, ნორმები საკმაოდ მოძველებულია და ვერ პასუხობს საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებულ უამრავ თანამედროვე გამოწვევას. 



სწორედ ამ ხარვეზების არსებობის და საბანკო გარანტიის თანხების არასწორი, რიგ შემთხვევაში კი არაკეთილსინდისიერი მოთხოვნის გამო ზარალდება ასობით კერძო კომპანია. 

 

- თქვენ იმყოფებოდით ჰოლანდიაში საბანკო გარანტიებში ერთ-ერთი ლიდერი სადაზღვევო კომპანიის მიწვევით. ამ კომპანიის მაგალითზე, რა პრინციპებს ემყარება საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული ევროპული კანონმდებლობა?

 

- მე გახლდით ჰოლანდიაში სადაზღვევო კომპანია „Nationale Borg”-ის მიწვევით. ეს კომპანია 1893 წელსაა დაარსებული და მხოლოდ საბანკო გარანტიის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ჰოლანდიის ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობების გაცნობა და მათი შედარება საქართველოს კანონმდებლობასთან. მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ სხვა ქვეყნების კანონმდებლობები გაცილებით მოქნილია ბიზნესისთვის და გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან საბანკო გარანტიის თანხების არასწორ/უკანონო მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ქართული კანონმდებლობა სახელმწიფო მოხელეს აძლევს იმის საშუალებას, რომ საბანკო გარანტიის თანხა მოითხოვოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კონტრაქტორმა კომპანიამ სრულად შეასრულა. 


– საქართველოს პრაქტიკას „კომერსანტის“ მკითხველი კარგად იცნობს – საბანკო გარანტიის მოთხოვნა აქ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უპირობოდ ხდება. როგორია ევროპული პრაქტიკა ამ მიმართულებით?


– ჰოლანდიის კანონმდებლობით, სახელმწიფო ორგანიზაციამ საგარანტიო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში სრულად უნდა დაასაბუთოს თანხის მოთხოვნის საფუძველი და ასევე უნდა დაასაბუთოს მისთვის მიმდგარი ზიანის ოდენობა, მაშინ როდესაც საქართველოს სახელმწიფო უწყებები უპირობოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვენ საბანკო გარანტიის თანხებს. კიდევ უფრო განსხვავებული სიტუაციაა ამერიკასა და კანადაში. ამ ქვეყნების კანონმდებლობით საერთოდ არ არსებობს უპირობო გარანტია და ნებისმიერი მოთხოვნილი საგარანტიო თანხა რაღაც პირობის საფუძველზე ანაზღაურდება. სამწუხაროდ ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს საბანკო გარანტიების არამიზნობრივ გამოყენებას, რაც ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.


- რა გამოსავალი არსებობს ასეთ ვითარებაში?


- ყველა თანხმდება იმაზე, რომ არსებული კანონმდებლობა შესაცვლელია, მაგრამ სამწუხაროდ ეს თემა საუბარს არ სცდება. პირველ რიგში უნდა მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის გადახედვა და მასში გათვალისწინებულ იქნას ევროპული და/ან ამერიკული კანონმდებლობის ნორმები, რაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. სახელმწიფო ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ კერძო კომპანიებზე არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების ბერკეტი. 


ასევე გარკვეული ხარვეზებია სასამართლო პრაქტიკაშიც. რიგ შემთხვევაში მოსამართლეები იღებენ ალოგიკურ გადაწყვეტილებებსაც დაუსაბუთებელი და სადავო საგარანტიო თანხების მოთხოვნის შემთხვევებში. საბედნიეროდ ასეთ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სამართლიანი და ლოგიკური გადაწყვეტილებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ შემდგომში სასამართლო პრაქტიკის ამგვარი განვითარების საფუძველი იქნება.


 




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up