ლაშა ჟვანია დავით გარეჯზე - აუცილებელია კომისიამ განაახლოს მუშაობა, რათა ორ ქვეყანას შორის საზღვრები დადგინდეს და ხელოვნურ დაძაბულობას ადგილი აღარ ჰქონდეს

ლაშა ჟვანია დავით გარეჯზე - აუცილებელია კომისიამ განაახლოს მუშაობა, რათა ორ ქვეყანას შორის საზღვრები დადგინდეს და ხელოვნურ დაძაბულობას ადგილი აღარ ჰქონდეს

access_time2019-04-25 17:12:06

აუცილებელია კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც ჟვანიამ აღნიშნა, განსაკუთრებით სამწუხარო და ცუდია, როცა მსგავსი ფაქტები აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა ხაზი გაუსვა საზღვრის დელიმიტაციის აუცილებლობას, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.



„პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვისა და „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის მათ დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი სრულად. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს ემთხვევა აღდომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, აუცილებელია საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.


IPN






გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 18:00:33
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის" პროექტშია...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...


მსგავსი სიახლეები

up