ლაშა გზირიშვილი - გაზაფხულიდან ფინანსური განათლების საკითხების სწავლება  ყველა სკოლაში დაიწყება

ლაშა გზირიშვილი - გაზაფხულიდან ფინანსური განათლების საკითხების სწავლება ყველა სკოლაში დაიწყება

access_time2019-11-13 09:20:52

ფინანსური განათლების საკითხების სწავლება გაზაფხულიდან ყველა სკოლაში დაიწყება და სამოქალაქო განათლების კურსის ნაწილი გახდება. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად მიიღო, რომელიც ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოების ფინანსური ცოდნის ამაღლებას ემსახურება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა გზირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

 

გადაცემაში საქართველოში საზოგადოების ფინანსური განათლების საკითხი, მასთან დაკავშირებული სარგებელი და გამოწვევები განიხილეს.

 

გზირიშვილის განმარტებით, ფინანსური განათლების კუთხით ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, რადგან როგორც 2016 წელს ჩატარებულმა პირველმა და ჯერჯერობით ბოლო კვლევამ აჩვენა, ძალიან ცოტა გეგმავს საკუთარ ხარჯებს და ზოგავს თანხებს.

 

„ცოდნის მხრივ არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, ანუ ფინანსურ საკითხებში მეტნაკლებად ერკვევიან. ქცევის მხრივაც მეტნაკლებად კარგი მდგომარეობაა: ყველა ცდილობს, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, თუნდაც კომუნალური გადასახადები, დროულად დაფაროს. დამოკიდებულებაში კი, მაინც გვაქვს პრობლემები. ზოგადად, გამოვლინდა, რომ ქართველი ერი არის მხარჯველი. ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას ბიუჯეტის დაგეგმვას, ცოტა ადამიანი ზოგავს თანხას და ემზადება საპენსიო ასაკისთვის. ზოგადად, მომავლის დაგეგმვა ან თუნდაც მოკლევადიანი ე.წ. ჯიბის ხარჯის დაგეგმვა, საკმაოდ იშვიათია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია შეგვემუშავებინა და პრაქტიკაშიც გაგვეტარებინა. ამ მიმართულებით ბევრი ორგანიზაცია გვეხმარება, მათ შორის – განათლების სამინისტრო“, – განაცხადა გზირიშვილმა.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საზოგადოების ფინანსური ცოდნის ამაღლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური განათლების ადრეულ სასკოლო ასაკში მიწოდებას. როგორც გზირიშვილმა აღნიშნა, ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე საგანმანათლებლო საბავშვო სახელმძღვანელო უკვე შეიმუშავა და ზოგადად ფინანსურ განათლებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. თუმცა, როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, მხოლოდ ცენტრალური ბანკების ძალისხმევას შედეგი არ მოაქვს და პროცესში სხვა უწყებებიც უნდა ჩაერთონ, მათ შორის, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, ფინანსური, დონორი და კერძო კომპანიები.


 

გზირიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2012 წლიდან წელიწადში ორჯერ ტარდება ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები, როგორიცაა გლობალური ფულის კვირეული გაზაფხულზე და მსოფლიო დაზოგვის დღე ოქტომბერში. ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი კი, გზირიშვილის მოსაზრებით, არის სკოლებში ფინანსური განათლების კურსის დაწყება.

 

„ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ განათლების სამინისტროსთან თანაშრომლობის შედეგად, შევთნახმდით და განათლების სამინისტრომ უკვე განაახლა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე სასწავლო წელს – კონკრეტულად გაზაფხულიდან – ფინანსური განათლების სწავლება ყველა სკოლაში დაიწყება. ეს იქნება სამოქალაქო განათლების ნაწილი, ცალკე საგნად არ იქნება, მაგრამ იქნება ინტეგრირებული. ამ ეტაპზე მასწავლებელების გადამზადებაზე ვმუშაობთ, რომ ამ პროცესს ისინიც მომზადებული შეხვდნენ“,- განმარტა გზირიშვილმა.

 

რაც შეეხება საზოგადოების ზრდასრული წვერების ფინანსური განათლების საკითხს, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია მიკრო და მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და შემუშავების ეტაპზეა მცირე ფერმერებზე ორიენტირებული პროექტი.

 

„რაც ეხება სხვა ჯგუფებს, ბუნებრივია, ზრდასრული მოსახლეობისთვისაც გვაქვს სხვადასხვა პროექტები. ერთი დასრულებული პროექტია სახელმძღვანელო მიკრო და მცირე ბიზნესისთვის, რომელიც სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას და სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ეხება. გარდა ამისა, ამ წუთას ვამუშავებთ მსგავს სახელმძღვანელოს მიკრო და მცირე ფერმერებისთვისაც და უახლოეს მომავალში მზად გვექნება. ასევე გვექნება ტრენინგები, რომელსაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ“, – განუცხადა ლაშა გზირიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.


1tv.ge




საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა
access_time2019-12-11 12:16:35
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის...

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს
access_time2019-12-11 11:56:16
„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...


მსგავსი სიახლეები

up