21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში გამოდიოდა, იმავე წონაში ოქროს მედალი 2008 წელს ირაკლი ცირეკიძემაც მოიპოვა.
ლაშა ბექაურის ოქრო მიმდინარე თამაშებზე პირველია, საერთო ჯამში კი მეცხრე. 2004-2016 წლებში ჩემიპიონის ტიტულის მოპოვება ზურაბ ზვიადაურმა, გიორგი ასანიძემ, ირაკლი ცირეკიძემ, მანუჩარ კვირველიამ, რეზო მინდორაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეძლეს.
საქართველო ტოკიოს თამაშებზე 35 სპორტსმენით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ მოცურავე მარიამ იმნაძე კოვიდინფიცირების გამო ტურნის ასპარეზობის გარეშე გამოეთიშა.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ ლარით დაჯილდოვდება, რაც დაახლოებით 320 ათასი დოლარია და მსგავს კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპრიზო თანხაა მსოფლიოში.