ლარში სესხი 7%-ად არ გაიცემა - რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება?

ლარში სესხი 7%-ად არ გაიცემა - რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება?

access_time2019-07-01 14:30:46


წინა ხელისუფლების დროს საპროცენტო განაკვეთები 21% იყო, რაც 3-ჯერ არის შემცირებული და ბაზარზე გაჩნდა შეთავაზებები ლარში სესხის 7%-ად,  — ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის აგააკეთა. თუმცა პრემიერის სიტყვები ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა და დასკვნა, რომ საპროცენტო განაკვეთები სესხებზე დასახელებული მასშტაბით არ შემცირებულა და არც დღევანდელი მდგომარეობით არის 7%-იან ნიშნულზე, ანუ მცდარია.


factcheck-ის ინფორმაციით, საქართველოში საკრედიტო რესურსზე საპროცენტო განაკვეთს ზოგადი შემცირების ტენდენცია ახასიათებს, თუმცა მსესხებლისა და კრედიტის ვალუტის მიხედვით, გარკვეული განსხვავება შესამჩნევია. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე ფიზიკურ პირებზევე უცხოურ ვალუტაში, ან იურიდიულ პირებზე ნებისმიერ ვალუტაში, გაცემული სესხების შემთხვევაში. ამავდროულად, განაკვეთის ცვლილების ამპლიტუდა (განსხვავება ცალკეულ დროის მონაკვეთზე მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობას შორის) უფრო მაღალია ფიზიკური პირების, ვიდრე იურიდიული პირების შემთხვევაში.


რაც შეეხება ბაზარს, ცალკეულ კომერციულ ბანკებს მართლაც აქვთ შეთავაზება (მათ შორის ბიზნეს სესხები, იპოთეკური სესხები) ლარში სესხებზე, რომელთა განაკვეთი განსაზღვრულია, როგორც „7%-დან“. საბოლოო ჯამში, განსხვავებული მსესხებლის რისკიანობისა და არაერთი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მოცემული მაჩვენებელი იზრდება და, ფაქტობრივად, ინდივიდუალურად განისაზღვრება. შესაბამისად, ტენდენციის დასანახად მიზანშეწონილია ფაქტობრივადდამტკიცებულ სესხებზე არსებული განაკვეთების გასაშუალოებული მაჩვენებლების განხილვა და არა კონკრეტულ მარკეტინგულ შეთავაზებაში ასახულ მონაცემზე დაყრდნობით მსჯელობა.




რაც შეეხება უშუალოდ დასახელებული პერიოდების შედარებას, 2019 წლის 1-ლი კვარტლის მდგომარეობით, საშუალო შეწონილი განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე 16.6%-ს შეადგენს. წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლის შესაბამის კვარტალში, ანალოგიური მონაცემი 22.6%-ის ნიშნულზე იყო. ცალკე აღებულად იპოთეკური სესხების შემთხვევაში (დასახელებული მონაცემის მიხედვით სავარაუდოა სწორედ ამ მაჩვენებელს გულისხმობდეს პრემიერ-მინისტრი) 2012 წლის 1-ელ კვარტალში განაკვეთი 15.1%-ს შეადგენდა, რაც 2019 წლის მდგომარეობით, 10.1%-მდე არის შემცირებული.


შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე დასახელებული მასშტაბით არ შემცირებულა და არც დღევანდელი მდგომარეობით არის 7%-იან ნიშნულზე.



ფაქტ-მეტრის  ანალიზის თანახმად, საპროცენტო განაკვეთი არის „ფასი“ იმ სახსრებისა, რომელსაც დროებით სარაგებლობაში გადასცემს კრედიტორი დებიტორს, დაბრუნების პირობით. საპროცენტო განაკვეთი სესხებზე არის „ფასი“, რომელსაც მსესხებელი უხდის შუამავალ ორგანიზაციას/საკრედიტო ინსტიტუტს (ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და სხვა). როგორც წესი, განაკვეთი განსხვავებულია საკრედიტო პროდუქტების (სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი), სესხის ვადიანობის (მოკლევადიანი, გრძელვადიანი), სესხის ვალუტის და სხვა ფაქტორების მიხედვით. შესაბამისად, პრემიერის განცხადებას აკლია ინფორმაცია რა საპროცენტო განაკვეთზე საუბრობს, რომლის თანხლების გარეშეც დასახელებული რიცხვები შინაარსს მოკლებულია. რაც შეეხება ბაზარს, ცალკეულ კომერციულ ბანკებს მართლაც აქვთ შეთავაზება (მათ შორის ბიზნეს სესხები, იპოთეკური სესხები) ლარში სესხებზე, რომელთა განაკვეთი განსაზღვრულია, როგორც „7%-დან“. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში, განსხვავებული მსესხებლის რისკიანობისა და არაერთი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მოცემული მაჩვენებელი იზრდება და ფაქტობრივად ინდივიდუალურად განისაზღვრება. შესაბამისად, ტენდენციის დასანახად მიზანშეწონილია ფაქტობრივად დამტკიცებულ სესხებზე არსებული განაკვეთების გასაშუალოებული მაჩვენებლების განხილვა და არა კონკრეტულ მარკეტინგულ შეთავაზებაში ასახულ მონაცემზე დაყრდნობით მსჯელობა. ურთიერთშესადარის მონაცემებს განაკვეთებთან მიმართებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.


factcheck.ge



თეგები:
factcheck



ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...


მსგავსი სიახლეები

up