ლარის გაუფასურება ისტორიულ მაქსიმუმზეა - ხელისუფლება და ეროვნული ბანკი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან

ლარის გაუფასურება ისტორიულ მაქსიმუმზეა - ხელისუფლება და ეროვნული ბანკი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან

access_time2019-06-25 14:30:21

ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.


დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:55 საათზე ერთი დოლარი 2,8350 ლარად ივაჭრება. მოგვიანებით, საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე ლარი მცირედით გამყარდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7945 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1838 ლარია.


ვალუტის გადამცლელ ჯიხურებში 1 დოლარი 2.284 ლარად ივაჭრება.


ვალუტის ბაზარზე შექმნილი „პანიკით“ ხსნიან დოლარის გაძვირებას სავალუტო ჯიხურების მფლობელები. როგორც ამბობენ, ბევრი თავს იკავებს აშშ დოლარის გაყიდვისგან და კიდევ უფრო გაძვირებას ელოდება.



შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,8750 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,7750 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,8710 ლარია, მისი გაყიდვა კი 2,78 ლარადაა შესაძლებელი.


ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად (სხვა პრობლემებთან ერთად)  მოლოდინებს ასახელებენ.



ამ ფონზე ხელისუფლება და ეროვნული ბანკი დაუმს და განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლის



„კომერსანტი“ შეეცადა თუნდა მცირედი განმარტების მოპოვებას ეროვნული ბანკიდან, ფინანსთა სამინისტროდან, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან, მათ შორის დავურეკეთ და ესემესი მივწერეთ პარლამენტის ვიცე სპიკერს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევს არჩილ თალაკვაძეს. თუმცა, ამ დრომდე ჩვენს შეკითხვას არავინ პასუხობს.


კომერსანტი





ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up