ლარმა გამყარება შეწყვიტა და არსებულ ნიშნულზე დარჩა

ლარმა გამყარება შეწყვიტა და არსებულ ნიშნულზე დარჩა

person access_time2016-03-18 16:49:55

ლარმა გამყარება შეწყვიტა და დღევანდელ ნიშნულზე დარჩა – დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი ისევ 2.3157 პუნქტია.

 

ამასთან, ევროსთან მიმართებაში ლარის კურსი 0.0146 პუნქტით გამყარდა  და ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6105 ლარი იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ ლარი ზედიზედ მეორე კვირაა მყარდება. 

 

ექსპერტების ნაწილი ამ ტენდენციას გიორგი ქადაგიძის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას უკავშირებს. ნაწილი კი რეგიონულ და ქვეყნის მაკროეკონომიკურ ფაქტორებს. 


 

მსგავსი შეფასება აქვს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილსაც, რომელმაც დღეს ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ლარის გამყარების ერთერთი ფუნდამენტური მიზეზი არის მოლოდინები რომელთაც ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


„იყო მოლოდინები, რომ ჩვენმა კომპანიებმა და მოქალაქეებმა ზედმეტად გადაახურდავეს დოლარში დანაზოგები, შესაბამისად, ახლა კერძო სექტორს დანახარჯები აქვს ლარში და ახლა მათ უწევთ ამ დოლარის უკან გადმოხურდავება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძნელია იმის თქმა, სადამდე შეიძლება გამყარდეს ლარი.


ლარის გამყარების პარალელურად სავალუტო ბაზარზე გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა. „კომერსანტის“ მიერ გამოკითხულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში აცხადებენ, რომ რაც ლარმა გამყარება დაიწყო, მოსახლეობის ქცევა შეიცვალა და მან დოლარის გაყიდვა გაააქტიურა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ადრენალინის“ ინფორმაციით, ხალხმა დოლარის გაყიდვა დაიწყო, მათი თქმით, ეს უკვე ტენდენციაა. ანალოგიურ ტენდენციაზე საუბრობენ გლდანში და გორგასლის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. მათი თქმით, ბოლო ერთი კვირააა საგრძნობლად იმატა ლარზე მოთხოვნამ. „ხალხი მოდის და დოლარს ახურდავებს, ალბათ იმიტომ, რომ კურსი კიდევ უფრო დაიწევს“-აცხადებენ სავალუტო ჯიხურში. 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up