ლარმა გამყარება დაიწყო, მაგრამ საგრძნობი შედეგი იანვრამდე არ იქნება

ლარმა გამყარება დაიწყო, მაგრამ საგრძნობი შედეგი იანვრამდე არ იქნება

access_time2019-10-24 21:45:03

ეროვნული ბანკის მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ ლარმა თითქოს გამყარება დაიწყო. "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.94-ის ფარგლებში ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ფინანსისტები დიდ ცვლილებას ჯერ არ ელოდებიან, რადგან ახლა წლის ყველაზე კრიზისული პერიოდია. სპეციალისტების აზრით, კურსის სტაბილურად გამყარებას 2020 წლის იანვრიდან უნდა ველოდოთ.

 

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 1 პროცენტული პუნქტით - 8.5%-მდე გაზარდა. ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ეს მესამე ცვლილებაა და ჯამურად მატებამ 2% შეადგინა. მიზეზად უკვე ოფიციალურად სახელდება ლარის კურსის წნეხი ინფლაციურ პროცესზე და მისი შემსუბუქების აუცილებლობა. 

 

რამდენად მალე გამოიღებს ეროვნული ბანკის ნაბიჯები შედეგს, ამაზე "რეზონანსმა" აზრი ფინანსისტებს ჰკითხა. "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსის ნიკა შენგელია ამბობს, რომ მოსახლეობა ლარის სტაბილურ გამყარებას იანვრიდან უნდა დაელოდოს. მხოლოდ ამ პერიოდიდან იქნება მათთვისაც და ეკონომიკისთვისაც შესამჩნევი ცვლილება.

 

"დაახლოებით 2020 წლის 10 იანვრიდან ნამდვილად შესამჩნევი იქნება კურსის ცვლილება იქამდე კი არა მგონია მნიშვნელოვნად შეიცვალოს რამე. მცირე  კორექტირება კი მოსალოდნელია, რადგან გარკვეული ნაბიჯები გადადგა ეროვნულმა ბანკმა. კურსის სტაბილიზაციას სჭირდება დრო და ხელშეწყობა სხვადასხვა მხრიდან. ის კი არადა, იმ კვირიდან ლარმა ცოტ-ცოტა გაუფასურებაც, რომ დაიწყოს, გასაკვირი არ იქნება. რთული პერიოდია წინ. კურსი დაიწყებს ცოცვას, როგორც აქამდე, მაგრამ ისევ გამყარდება საბოლოო ჯამში, რისი მოლოდინიც და პროგნოზებიც ჩვენ წინა კვირას გავაკეთეთ კიდეც", - აღნიშნა ნიკა შენგელიამ საუბრისას.

 


ქართული ლარი თავისუფალი ცურვის სავალუტო რეჟიმშია მოქცეული, ანუ ლარის გაცვლით კურსს სავალუტო ბაზარზე ლარზე და დოლარზე მოთხოვნა-მიწოდება აყალიბებს. თავის მხრივ, მოთხოვნა-მიწოდებაზე ბევრი ისეთი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა:  საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები, სასესხო კაპიტალი, კურსის ცვლილების მოლოდინი, ვალუტებისადმი ნდობა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ა.შ.

 

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხელ თოქმაზიშვილი სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობაზე საუბრობს და დასძენს იმასაც, რომ ეროვნული ბანკი ამ ყველაფერს ვერ გააკონტროლებს. არადა, აუცილებელია მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ბაზრის სტაბილურობა, იმისათვის, რომ ლარის კურსი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს.

 

"ამ ყველაფრის ეფექტს რამდენიმე თვის მერე უნდა ველოდოთ, თუმცა აქ ფუნდამეტური ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი. სანამ ამას  გააკეთებდა ეროვნული ბანკი, უცხოური ინვესტიციების კლებას ჰქონდა ადგილი. ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები და მონაცემებიც ოპტიმისტურია, თუ ასე გაგრძელდა ლარი დასტაბილურდება.

 

მიუხედავად ამისა, ის ფაქტორები, რაც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან, საკმაოდ ძლიერი ფაქტორებია და თუ იმპორტი გაიზრდება ექსპორტთან მიმართებით, ის გაანეიტრალებს იმ ნაბიჯებს, რაც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. გარდა ამისა, გაანეტრალებს ინვესტიციებიდან მიღებულ თანხებს. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილური იქნება, ლარის კურსი გამყარდება და შეინარჩუნებს თავის ნიშნულს", - აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა საუბრისას.

 

დევალვაციის შეუქცევადი პროცესი, რომელიც 2014 წლიდან პერიოდულად მწვავდება, განსაკუთრებით პრობლემური 2019 წელს გახდა. ლარმა უკვე ყველა ანტირეკორდი მოხსნა, სებ-ი უარესის მოლოდინში ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რომლისკენაც ექსპერტები მოუწოდებდნენ და ცოტა ხნის წინ კატეგორიულ უარს აცხადებდა - რეზერვების გაყიდვა, ბანკებისათვის სარეზერვო მინიმუმის შემცირება თუ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. ბოლო დროს შემცირებულმა ტურიზმმა, ფულადმა გზავნილებმა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ქვეყნის შიდა პრობლემებთან ერთად იმდენად იმოქმედა სავალუტო ბაზარსა და ინფლაციაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ეკონომიკური ზრდა ლარის კურსზე გაცვალეს.

 

წყარო: რეზონანსი





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up