ლარიზაციაზე ორიენტირებულ მინისტრს დოლარში დანაზოგები შეახსენეს

ლარიზაციაზე ორიენტირებულ მინისტრს დოლარში დანაზოგები შეახსენეს

access_time2019-04-23 16:20:24

 საპენსიო სისტემა გადასახადების ზრდის პრევენციაა, - ფინანსთა მინისტრი დაგროვებითი სისტემით მოსახლეობის გაღარიბებაზე ოპოზიციის აზრს არ იზიარებს.


ივანე მაჭავარიანმა გიგა ბოკერიას განუცხადა, რომ მისნაირი პოპულისტი რომ იყოს წინა ხელისუფლების პერიოდში სასესხო განაკვეთების ზრდის ტრენდს მოიშველიებდა.


ამასთან განმარტა, რომ მოწოდებები „ლარში შემოსავალი თუ გაქვს ლარში უნდა ისესხო“ მხოლოდ ღარბებისთვისაა, რომ დაიცვან შემოსავლის 100%-ის სასესხო ვალდებულებისკენ მიმართვისგან.



„გაღარიბების რეცეპტს არ გამოვწერთ“,- განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდიც სიღარიბის დაძლევას ემსახურება, რადგან ამის გარეშე უნივერსალური პენსია ან არასდროს გაიზრდება, ან მაღალი საგადასახადო ტვირთის შედეგად.


„ჩვენ ბებია-ბაბუებს დაბალი პენსია ჰქონდა, ჩვენ მშობლებსაც და გინდათ ჩვენი შვილებისთვისაც ასე იყოს, ციფრებთან ახლოს ხართ?“ - შეეკითხა მინიტრი ბოკერიას.


ხათუნა გოგორიშვილმა ჯეოსელის მენეჯერობისას მინისტრის შემოსავლები და ხარჯები ჰქონდა წარმოდგენილი, დეკლარაციიდან - 815 000-მდე დანაზოგი დოლარში და სპორტული აბონიმენტის -₾5 890. ასევე სტატისტიკა ბანკებიდან უარით გამოსტუმრებული 26 000-მდე მომხმარებელზე.



GBC




Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი, დარჩება წმინდა ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც პოზიტიურია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი, დარჩება წმინდა ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც პოზიტიურია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივი სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-07-01 17:25:50
დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-01 21:30:48
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს, ეს საბჭოთა, კომუნისტური მენტალიტეტია - თემურ ჭყონია „ბიუჯეტით რომ ფინანსდება ზარალიანი კომპანიის აღდგენა, ეს არის კომუნისტური, საბჭოური მენტალიტეტი. კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის...


მსგავსი სიახლეები

up