ლარიზაციამ ლარი გააუფასურა

ლარიზაციამ ლარი გააუფასურა

access_time2019-10-31 12:21:37

2017 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ ლარის მიმართ ნდობის განმტკიცების და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით ლარიზაციის, იგივე დედოლარიზაციის კამპანია წამოიწყო. დოლარიზაციის მაღალი დონე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან არასტაბილურობისა და გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე მაღალია, რის გამოც ადგილობრივი ვალუტა ნდობას კარგავს და უცხოური ვალუტისადმი მიდრეკილება იზრდება.


სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლველად მთავრობამ ლარიზაციის 10 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე 100 ათას, ხოლო მეორე ეტაპზე 2019 წლიდან 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ხელი შეეწყო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების გალარებას, როგორც ერთჯერადი სოციალური ღონისძიება იმ მსესხებლებისთვის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა გაცვლითი კურსის გაუფასურებით.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ლარიზაციის ტემპების დაჩქარებასთან მჭიდრო კავშირში იყო ლარში სავალდებულო ფასდადება, კერძოდ, იურიდიულ პირებისთვის ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება სავალდებულო გახდა მხოლოდ ლარით. მთავრობის ამ კამპანიამ გარკვეული პოზიტიური შედეგები გამოიღო და სესხების დოლარიზაცია 65,4%-დან 57%-მდე შემცირდა. მაგრამ პარალელულად გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად გაიზარდა მოსახლეობაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა და რა უარყოფითი შედეგები მოჰყვა ხელოვნურ ლარიზაციას?


მოხდა თუ არა რისკების სათანადო გაანალიზება



უნდა ითქვას, რომ პროგრამის განხორციელებამდე რისკების სათანადო გაანალიზება არ მომხდარა. დედოლარიზაციის ყველაზე ეფექტური გზა, ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობის ნდობის განმტკიცებაა, თუმცა იმ ფონზე, როცა ლარი მუდმივად კარგავს პოზიციებს დოლართან მიმართებით, თითქმის შეუძლებელი ხდება ხელოვნური შეზღუდვებით მისდამი ნდობის ზრდა. ამის პრაქტიკული დადასტურებაა დეპოზიტების დოლარიზაცია, რომელიც ამ პერიოდში მხოლოდ 2%-ით შემცირდა. გარდა ამისა არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნურად ლარზე მოთხოვნის ზრდამ ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი, რაზეც აშკარად არ იყო ნაფიქრი პროგრამის ავტორების მიერ.


რა გავლენა იქონია პროგრამამ ლარის კურსზე?


იმისთვის, რომ გავიგოთ, იქონია თუ არა გავლენა ლარიზაციის პროგრამამ ლარის გაუფასურებაზე, უნდა ვნახოთ როგორ შეიცვალა ფულადი მასის აგრეგატები პროგრამის განხორციელებიდან დღემდე. მაგალითად, მონეტარული აგრეგატი M2, რომელიც ითვლის მიმოქცევაში არსებულ ეროვნულ ვალუტას პლუს დეპოზიტებზე არსებული ანაბრები (ბანკთაშორის და სამთავრობო დეპოზიტების გარდა) პროგრამის დაწყებიდან, ანუ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით 76%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული M0 აგრეგატი 44,5%-ით არის გაზრდილი. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ლარიზაციის კამპანიამ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად დააჩქარა, რამაც ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. კერძოდ, იქ მიაჩნიათ, რომ ფულის მასის ზრდასა და ლარის გაუფასურებას შორის კავშირი არ არსებობს, რაც განვითარებული ფინანსური სექტორის დამსახურებაა. პრაქტიკულად კი, ლარიზაციის პროგრამის მოწინააღმდეგე ექსპერტების მოსაზრებები უფრო გამართლდა. ლარმა გაუფასურების ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია, სახეზეა ინფლაციური პროცესები და ეროვნული ბანკი მუდმივად ამკაცრებს რეფინანსირების განაკვეთს, რაც ცხადია ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.


ნებისმიერ შემთხვევაში დედოლარიზაციის მიღწევის უმთავრესი გზა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობაზე გადის. ლარიზაცია არ უნდა იყოს თვითმიზანი, მისი მიღწევა ეკონომიკური გაჯანსაღების და მუდმივი სტაბილიზაციის ფონზე ხდება და ხელოვნური ჩარევა ხშირად კონტრპროდუქტიული შედეგების მომტანი უფროა. საქართველოში დოლარიზაციის მაღალი დონე არის ობიექტური გარემოების შედეგი, ვინაიდან ჩვენ ვერ ვიტყვით დოლარზე უარს იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ მოხმარების ნაწილში 80% იმპორტს უჭირავს.


ამდენად, დოლარის ლარით ჩანაცვლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკის გაჯანსაღების პარალელურად. დოლარიზაციის დონე ყოველთვის დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შეუქცევადია ეკონომიკური აღმავლობის პროცესი და რამდენად პროგნოზირებადია ეკონომიკური გარემო. სწორედ სტაბილურობის განცდა და პროგნოზირების შესაძლებლობა შეიძლება იქცეს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის საფუძვლად.



bfm.ge




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up