„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

access_time2020-11-25 12:03:44

ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.

 



წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის სპეციალისტები პრობლემას და არის თუ არა გაზრდილ ელექტროენერგიის იმპორტი ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი.

 

ენერგეტიკოსი ბაჩანა ფიფია აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით არსებული გენერაციის წყაროებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. მისი თქმით, საქართველოში იმპორტის საჭიროება ფაქტობრივად წელიწადში 9 თვის განმავლობაში ფიქსირდება.

 

„საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციის უმთავრესი წყარო ჰიდროეელქტროსადგურებია, რომლებზეც ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 80% მოდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ჰესების გენერაცია დამოკიდებულია მდინარის ჩამონადენზე (ჰიდროლოგიაზე). შესაბამისად, დღეს დაფიქსირებული იმპორტის დიდი მოცულობები ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებითაა გამოწვეული“, - განმარტავს ენერგეტიკოსი.

 

ბაჩანა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის, ქვენისთვის რომელსაც გააჩნია გამოუყენებელი განახლებადი ჰიდრორესურსის დიდი პოტენციალი, შემაშფოთებელია ის, რომ მისი ელექტროენერგეტიკული სექტორი დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე.

 

 

„2018 წელს იმპორტის წილი მოხმარებაში 12%-მდე იყო, ხოლო 2019 წელს 13%-მდე გაიზარდა. საქართველო იმპორტს ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ახორციელებს, ხოლო ბოლო პერიოდში იმპორტი უკვე თურქეთიდანაც ფიქსირდება. ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდამ  ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც შეიძლება  პრობლემები შეგვიქმნას. მაგალითად თუ არ ავაშენებთ ქვეყანაში ახალ გენერაციის ობიექტებს და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას დავიკმაყოფილებთ იმპორტით, მაშინ მომავალში შესაძლებელია ტექნიკურმა პრობლემებმა იჩინოს თავი და ელექტროენერგია ტექნიკურად ვერ შემოვიტანოთ მეზობელი ქვეყნებიდან, რადგანაც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელმა ელექტროგადამცემმა ხაზებმა ვერ უზრუნველყონ შესაბამისი მოცულობების გატარება. ასევე მეორე საკითხია, როდესაც რუსეთზეც ხარ დამოკიდებული იმპორტის კუთხით. რუსეთი კი, არასაიმედო და არაპროგნოზირებადი პარტნიორი. ის ენერგეტიკულ რესურსებს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნებისმიერ დროს შეუძლია შეგვიწყვიტოს ელექტროენერგიის მოწოდება, როგორც ეს გააკეთა იგივე 2006 წლის ზამთარში, როცა შეგვიწყვიტა გაზის მოწოდება“, - აცხადებს ბაჩანა ფიფია.

 

 

ენერგეტიკოს აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების სწორი გზა ქვეყანაში არსებული რესურსების ათვისებაა, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გზით. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მარეგულირებელი სადგურების, წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, რადგანაც სწორედ ასეთი ტიპის სადგურებს შეუძლიათ დეფიციტზე ორიენტირებული ელექტროენერგიის გამომუშავება. ფიფია ამბობს, იმისაც რომ ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლების კუთხით მნიშვნელოვანია მაგალითად ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა 280 მგვტ-ის სიმძლავრის ნენსკრაჰესი, 433 მგვტ-ის სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადი და ა.შ. „კომერსანტის“ კითხვაზე როგორია სახელმწიფოს როლი, და რას აკეთებს მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად ენერგეტიკოსი გვპასუხობს:


 

 

„გენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით, ძალიან ბევრი პროექტი არსებობს, რომლებზეც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები, მაგრამ რიგი ფაქტორების გამო პროექტები მაინც ვერ გადადის მშენებლობის ეტაპზე ან ფერხდება მათი მშენებლობა. ამის ნათელი მაგალითია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი, რომელსაც გავლილი აქვს ყველა საფეხური, კვლევებით დაწყებული - მშენებლობის ნებართვის მოპოვებით დამთავრებული, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის პროტესტის გამო ვერ ხერხდება სამუშაოების გაგრძელება. მსგავსი პროტესტის გამო შეჩერდა პანკისის ხეობაში ხადორი 3 ჰესის მშენებლობაც, რომლის სიმძლავრე მხოლოდ 5 მგვტ იყო.  ასეთ ვითარებაში, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აუხსნას მოსახლეობას სექტორში არსებული ვითარება. სწორი და კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდებით აუხსნას მოსახლეობას ჰესების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ“, - ამბობს ბაჩანა ფიფია.

 


ბაჩანა ფიფია აცხადებს, რომ 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოდან 75,7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს  78,3 მლნ აშშ დოლარი გავიდა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ ელექტროენერგიის იმპორტი იყოს.

 

 

„ფაქტობრივად, იმპორტის განხორციელებით, ჩვენ ვაფინანსებთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, მაშინ როცა ქვეყანაში არსებული საკუთარი რესურსების ათვისებით შესაძლებელია იგივე თანხები დარჩეს საქართველოში და მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. იგივე ლარის გაუფასურებაშიც ერთ-ერთ კომპონენტად ელექტროენერგიის იმპორტიც შეიძლება დავასახელოთ, რადგანაც ყოველწლიურად ამ მოცულობის თანხების გადინება ხდება ქვეყნიდან, რაც რასაკვირველია ტვირთად აწვება ლარის კურსაც“, - განაცხადა ბაჩანა ფიფიამ.

 

 „ISET“ -ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გურამ ლობჟანიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი თვიდან თვემდე იზრდება. მისი თქმით, აპრილიდან ივლისის ჩათვლით იმპორტის ნიშნული, ლოქდაუნის პირობებში თითქმის ნულის ტოლი იყო. მისი განმარტებით, იმპორტის მატება ბუნებრივი პროცესია, რომელიც რეგულაციების მოხსნას მოჰყვა.

 

 

„იმპორტის სტატისტიკას რომ შევხედოთ, ესკოს მონაცემებით, აპრილიდან ივლისის ჩათვლით იმპორტი თითქმის ნულს გაუთანაბრდა. ეს გამოწვეული იყო ლოქდაუნით და ასევე, სეზონური ეფექტებით, ვინაიდან აპრილი, მაისი, ივნისი ნალექიანი თვეებია, ჰიდროელექტროსადგურებიც აქტიურად მუშაობენ და წარმოება მეტია. წელს იმპორტის საჭიროების ნაკლებობა ივლისსა და აგვისტოზეც გადავიდა. ლოქდაუნის გამო ყველა საწარმო გაჩედა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა. ახლა კი,როდესაც რეგულაციები მოიხსნა და აგვისტოდან ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით, მოხმარება იმატებს და იმდენად გაიზარდა, რომ გადააჭარბა მიწოდებას. ამიტომ დღეს უკვე იმპორტის საჭიროება დგას, ეს ბუნებრივი მოვლენაა“, - აცხადებს გურამ ლობჟანიძე.

 

გურამ ლობჟანიძის თქმით გასული წლის სექტემბერთან შედარებით, იმპორტის და ექსპორტის ფასები ლარში გაზრდილია. ვინაიდან, ვაჭრობა დოლარში მიდის, კურსის ცვლა იმპორტის ფასზე გავლენას ახდენს. იგი აცხადებს, რომ საქართველოში ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით,  მკაცრი  პოლიტიკა უნდა გატარდეს.

 

„2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით, იმპორტში დახარჯულია 74 მილიონი,  ჩვენი მთლიანი ვაჭრობის დაახლოებით 1 პროცენტი. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს საკუთარი ელექტროენერგიის მოხმარება მარტივად დააკმაყოფილოს. ამისთვის რესურსების ათვისებაა საჭირო. ბევრი მდინარეა საქართველოში, სადაც ჰესების აშენებაა შესაძლებელი, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა კერძო სექტორს ხშირად ხელს უშლის. პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაცრი უნდა იყოს, ენერგო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მთლიანად ძალიან კარგად იმოქმედებს. რთულია ამის ხალხისთვის დაჯერება. ფულადი კომპენსაცია კარგი გამოსავალია, ჩვენ უნდა გავუჩინოთ ხალხს სტიმული. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა,რომელსაც სტიმული არ უშველის. ხალხი დარდობს ბუნებაზე და საცხოვრებელ ადგილებზე, სწორი სტიმული უნდა შევუქმნათ ხალხს და ავუხსნათ, რომ ჰესების აშენება მნიშვნელოვანია, დავაინტერესებთ მათ მატერიალურად და დავარწმუნებთ იმაში, რომ ჰესები საფრთხეს არ უქმნის ბუნებას. პროექტები უნდა შემუშავდეს სწორად, რომ არ იყოს მეწყერ საშიშ ზონებში განთავსებული და მიკრო კლიმატი არ შეიცვალოს. პროექტებიც მეტი წილი მაღალმთიან რეგიონებში იგეგმება, იქ, სადაც მდინარე ვარდება და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, ამ რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან კი ფრთხილი და ფაქიზი მიდგომებია საჭირო,“ - ამბობს გურამ ლობჟანიძე.

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მონაცემებით 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ქვყენაში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 9,9 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2019 წლის ამავე პერიოდში კი 10,5 მლრდ კვტ.სთ.

 

2020 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 37%-ით შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტი. 2020 წლის პირველ 10 თვეში 153,7 მლნ კვტ.სთ-ის ექსპორტი განხორციელდა მეზობელ ქვეყნებში, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 243,4 მლნ კვტ.სთ იყო.

 

2020 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ფონზე, ასევე დაახლოებით 7,5%-ით შემცირებულია ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც აიხსნება მდინარეების ჰიდროლოგიური პირობებით. ანუ 2020 წელი შედარებით ცუდი ჰიდროლოგიური წელია 2019-თან შედარებით (რაც აისახა ჰესების ელექტროგენერაციაში).

 

შესაბამისად, იმის გამო, რომ 2020 წელს ჰესების გენერაციამ იკლო, საჭირო გახდა ელექტროეენრგიის მოხმარების დასაბალანსებლად შესაბამისი მოცულობების იმპორტის განხორციელება.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up