ლარის რესურსის დეფიციტმა შექმნა საშიშროება, რომ ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს

ლარის რესურსის დეფიციტმა შექმნა საშიშროება, რომ ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს

access_time2020-05-07 10:00:16

ეროვნული ბანკი რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტის შექმნას გეგმავს, რომელიც ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. ამის შესახებ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრეს.


კონკრეტულად რა სახის დამატებითი ინსტრუმენტების შექმნა იგეგმება, რაც სესხზე პროცენტს დაწევს, ამასთან დაკავშირებით დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საუბარია სავალუტო სვოპ ოპერაციებზე, რომლითაც სებ-ი ბანკებს დოლარის უზრუნველყოფით ლარს მიაწვდის. გარდა ამისა, კიდევ ერთი ინსტრუმენტით მცირე და საშუალო სესხების პორტფელს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფაში ჩაიდებს და ამ უზრუნველყოფით რეფინანსირების სესხს გასცემს. ამ და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით სებ-ში იმედოვნებენ, რომ ლიკვიდობის შიშებიდან გამოწვეული საპროცენტო განაკვეთების ზრდა მთლიანად თუ არა, მნიშვნელოვნად გაქრება და პროცენტი დაიკლებს.


„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ლარის რესურსის დეფიციტმა შექმნა საშიშროება, რომ ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს. მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე სახის ინსტრუმენტის შექმნაზე.



„კონკრეტული ინსტრუმენტები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, უამრავ საკითხზე მიმდინარეობს საუბარი. აქ საუბარი არის, რომ ლარის რესურსი საკმარისად იყოს მიწოდებული, ამ რესურსის დეფიციტმა შექმნა საშიშროება, რომ ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს. როგორც საფინანსო ინსტიტუტებიდან, ასევე კომპანიებიდან ლიკვიდობის ნაწილში მოთხოვნა მაღალი იყო, აქედან გამომდინარე იმ ინსტრუმენტების შექმნაზე მიმდინარეობს საუბარი, რომლითაც ეროვნული ბანკი საჭირო რაოდენობის ლარს ბანკებს მიაწვდის“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.


დეტალები ცნობილი არ არის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ბესო შენგელიასთვისაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხდა, თუმცა ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთების დასაწევად ინსტრუმენტების შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


„კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. განხილვის პროცესში ვართ და ეროვნულ ბანკთან მსგავსი საკითხების შესახებ ვიდეოკომფერენციაც გვქონდა. ზოგადად განიხილება ბევრი საკითხი, ათვიცნობიერებენ რომ საფინანსო ინსტიტუტებს დახმარება გვჭირდება, თუმცა კონკრეტული დეტალები არ არის ცნობილი. ამ ეტაპზე მოხდა მხოლოდ ის, რომ რეფინანსირების განაკვეთი  8.5%-მდე შემცირდა, რაც სესხებზე ავტომატურად აისახება“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up