„ლარის მკვეთრი მერყეობა მოკლევადიან პერიოდში არ უნდა გვქონდეს“ - ფინანსთა მინისტრი

„ლარის მკვეთრი მერყეობა მოკლევადიან პერიოდში არ უნდა გვქონდეს“ - ფინანსთა მინისტრი

access_time2021-04-16 13:55:58

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვაქცინაციის პარალელურად ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის პერსპექტივა დიდია,  გარდა ამისა მიმდინარე თვეში ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს, რაც ლარის მკვეთრ მერყეობებს გამორიცხავს. ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 


„ლარის კურსთან მიმართებაში, პირველ რიგში ფუნდამენტურ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებიდან რამდენიმე კომპონენტს აღვნიშნავ: ეს არის გადმორიცხვები - რომელიც საკმაოდ გაზრდილია ბოლო პერიოდში და კლება არ გვაქვს; ექსპორტი, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ზრდა გვქონდა. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე თვეშიც მნიშვნელოვანი ზრდა უნდა დაფიქსირდეს ექსპორტის მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ შემოდინებების ნაკადების აღდგენა ხდება; ტურიზმის მიმართულება, რომელიც დამოკიდებულია პანდემიის მართვასთან. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ცნობილია, რომ ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებშიც სირთულეებით დაიწყო. თუმცა ყველა ინფორმაციით რაც გამაჩნია, არის მოლოდინი, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად დაჩქარდეს. ეს კი ერთ-ერთი განმაპირობებელია, რომ შევძლოთ ეკონომიკის სრული გახსნა, წელს ტურიზმის ნაწილობრივ და მომავალ წელს მნიშვნელოვანი აღდგენა. ყველა ეს ფაქტორი გვაძლევს მოლოდინს, რომ ლარის მკვეთრი მერყეობა მოკლევადიან პერიოდში არ უნდა გვქონდეს”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილი.


მან ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ სებ-ი ამას არა ლარის გაუფასურების გამო, არამედ საკუთარი სტრატეგიის მიხედვით ახორციელებს, რაც ინფლაციის თარგეტირებას უწყობს ხელს.



„როდესაც საუბარია ინტერვენციაზე, აქ მნიშვნელოვანია, რომ სებ-ს წინასწარ აქვს გაცხადებული სტრატეგია, რომელსაც მიჰყვება. შესაბამისად ეს არ ხდება იმისთვის, რომ კონკრეტულ პერიოდში ლარის კურსის კორექტირება განხორციელდეს. ეს არის იმის ნაწილი, რაც გულისხმობს ინფლაციის თარგეტირებას და ასევე მკვეთრი რყევებიდან თავის არიდებას“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up