“ლარის კურსზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, პარლამენტი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი -„მხოლოდ ეროვნულ ბანკზე ხელის გაშვერა არასწორია“

“ლარის კურსზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, პარლამენტი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი -„მხოლოდ ეროვნულ ბანკზე ხელის გაშვერა არასწორია“

access_time2019-06-28 14:00:50

„ლარის კურსზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ეს არის ერთიანი პასუხისმგებლობა ყველა ამ სტრუქტურის, განსაკუთრებით, ეროვნული ბანკის,“ ასე აფასებს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების ტენდენციას.


როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა ლარის ასეთი გაუფასურება რუსულ ტურისტულ ემბარგოსთან დაკავშირებულ მოლოდინებს დაუკავშირა. ხომიზურაშვილი კი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ტურისტული ნაკადები ასე სწარფად გავლენას არ ახდენენ. ეს გარკვეულ პერიოდში აისახება, მოიკლებს სავალუტო ნაკადები, თუმცა, აქ საქმე ერთ მნიშვნელოვან მომენტთან გვაქვს:


„გარკვეული პერიოდის წინ ჩავატარეთ პატარა ანალიზი, თუ რამდენად არის დამოკიდებული ტურისტული ნაკადები, რამდენად მოქმედებს ეს სავალუტო კურსზე.რეალურად გამოვიდა ისე, რომ ტურისტული ნაკადების მერყეობა აბსოლუტურად არ მოქმდებს ლარზე. ეს პარადოქსული სიტუაციაა“-აღნიშნავს ხომიზურაშვილი.



მისივე განმარტებით, აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სავალუტო კურსი პირდაპირ არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, სავალუტო კურსის ფორმირების მექანიზმი არის არარელევანტური, არაადექვატური. გარდა ამისა, კურსზე ზემოქმედებას რამდენიმე ბანკი ახდენს. მათ მიერ სავალუტო რეზერვების შექმნა, მოთხოვნის გაზრდა დოლარზე, ბანკების მხრიდან წმინდად სპეკულაციური ოპერაციაა.



„რეალურად, თუ გაგრძელდება ლარის გაუფასურების ტენდენცია, მაშინ კომერციული ბანკები საკურსო სხვაობის სახით მიიღებენ დამატებით მოგებას. პოლიტიკური სიტუაცია მოქმედებს და ქმნის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მოლოდინები დღეს არ გაჩნდაა. არც იმის თქმაა სწორი, რომ ხელოვნური მოლოდინები იქმნება. ეს არ არსებობს. მოლოდინები სავალუტო კურსთან მიმართებაში წარმოიქმნება პრეცენდენტების შედეგად. ის, რომ სავალუტო კურსის ფორმირება გაუმჭირვალეა, ის, რომ სპეკულაციური ოპერაციების შესაძლებლობაა, ის, რომ სავალუტო კურსი არ ასახავს რეალურად ეკონომიკაში არსებულ სიტუაციას და დამოკიდებულია რამოდენიმე ბანკის სავალუტო ოპერაციებზე-ეს პრეცენდენტები აქამდე ნეგატიურ მოლოდინებს და უნდობლობას ლართან მიმართებაში ქმნიდა. ეს დღეს არ წარმოქმნილა,“  აცხადებს ხომიზურაშვილი.



მისივე მტკიცებით, რეალურად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო პოლიტიკას უნდა გადახედოს. გასაგებია, რომ რეზერვების დახარჯვა მიზანშეწონილი არ არის, ეს ცალსახაა, მაგრამ მარეგულირებელმა დოზირებულად უნდა განახორციელოს დოლარის ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.ხომიზურაშვილის ინფორმაციით,დოზირებული ინტერვენციები შეარბილებს კურსის მკვეთრ მერყეობას.



როგორც ექსპერტი აცხადებს, ეროვნული ბანკი ლარის ინტერვენციებს ახორციელებს ცალმხრივად, ამ შემთხვევაში და ავსებს რეზერვებს. საბოლოო ჯამში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეროვნული ბანკის მიზანია რეზერვების შექმნა, რაც არასწორია. ხომიზურაშვილის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე მოქნილად უნდა იმოქმედოს.მანამ, სანამ არ იქნება მიღებული სავალუტო კურსის ე.წ ფრანკფურტის მეთოდი, რომელიც დაიცავს ეროვნულ ვალუტას სპეკულაციებისგან და კურსის ასიმეტრიულობისგან, მუდმივად ეს პრობლემა იდგება.



დღეს არსებული კურსიც კომერციული ბანკების „ბრალი“ არ არის, რადგან ესენი არიან კომერციული სტრუქტურები, რომლებიც იყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც მათ რეგულატორი აძლევს. „შედეგად,აქ პრობლემა ეროვნული ბანკია, რადგან მან არ შექმნა ის ველი,სადაც რეალური სავალუტო კურსი იქნება დაფიქსირებული,“ აცხადებს ხომიზურაშვილი.



მისი თქმით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ეკისრება პარლამენტსაც, რადგან სწორედ საკანონმდებლო ორგანომ დაუმტკიცა ეროვნულ ბანკს ის, რომ სწორედ მარეგულირებელმა უნდა აკონტროლოს ფასები და კურსის თარგეთირება გააკეთოს.



კითხვაზე, რას ნიშნავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა, მისმა ხელმძღვანელობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ დროული და ადექვატური პასუხები გასცეს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ტურისტულ სექტორში ამჟამად მიმდინარე მოვლენებისა და ლარის კურსის მიმართულებას, ხომიზურაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტმა მოიშორა თავისი პასუხისმგებლობა და ხელი ეროვნული ბანკისკენ გაიშვირა.



„როდესაც პარლამენტი „უპრავებს“ ეროვნულ ბანკს რაღაც პოლიტიკის მიმართულებას, ამ შემთხვევაში პარლამენტია პასუხისმგებელი. პარლამენტმა დაუშვა პირველ რიგში ადრე შეცდომა და ამის გამოსწორებაზე საერთოდ არ ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციაზე გააკეთა აქცენტი. პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა ეროვნული ბანკის მიმართ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება, საპროცენტო განაკვეთების მართვა, სავალუტო კურსის მართვა. ეს ყველაფერი ერთმანეთშია დამოკიდებული. არ შეიძლება გამოცალკევება და იმის თქმა,რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. ის პასუხისმგებელია კომპლექსურად ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე.ეს კი ცალსახად უნდა იყოს დაფიქსირებული პარლამენტის მიერ. დღეს პარლამენტი ეროვნული ბანკის მისამართით იშვერს ხელს, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მას ინფლაციის მართვა ეხება. ეს არის პინკ-პონგის თამაში,რომელიც კარგს არაფერს მოიტანს,“ აცხადებს ხომიზურაშვილი.



შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ხომ არ გადატყდება ვინმეზე ჯოხი და ხომ არ მოიზებნება „განტევების ვაცი“ ხომიზურაშვილი განმარტავს, რომ არა, რადგან კობა გვენეტაძე მუდმივად იტყვის, რომ მისი ფუნქციაა ინფლაციის თარგეთირება.


შეგახსენებთ, გუშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის კურსზე ისაუბრა და თქვა, რომ ასეთ დროს ჩარევა კონტრპროდუქტიულია:მოხდება თუ არა ეროვნული ბანკის ჩარევა და ინტერვენცია? ასეთ სიტუაციაში, ძალიან ბევრი ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ ამ დროს ჩარევა არის კონტრპროდუქტიული. ამან შეიძლება გადაავადოს მოკლევადიან პერიოდში და შემდეგ უფრო მეტი გახდეს საჭირო კურსის კორექტირებისთვის - აღნიშნა გვენეტაძე.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამომავლო პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მცურავი კურსის პირობებში, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. გვენეტაძის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზი რუსეთიდან საჰაერო მგზავრობის აკრძალვის შემდგომ გაჩენილი უარყოფითი მოლოდინებია:


დღევანდელ სიტუაციაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე ლარის კურსს მოლოდინებით გადმოეცემა. დაანონსებული იყო ინფორმაცია, რომ შედეგად მოხდება ფრენების აკრძალვა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდეს რუსეთიდან. სწორედ მოლოდინების არხით მოხდა გადაცემა კურსზე და აისახა კიდევაც მასზე - განაცხადა გვენეტაძემ.



რაც შეეხება ლარის კურსს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.21 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 4.02 თეთრი.



ამგვარად, 28 ივნისს ერთი აშშ დოლარი2.8791 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 3.2758 ლარი. ეროვნული ვალუტისთვის ეს ისტორიული ანტირეკორდია.ლარი გაუფასურდა თუქრულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება.


სოფო ქსოვრელი 





დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს
access_time2020-04-09 15:00:23
გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზიანი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ორ წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება, - წერს Bloomberg-ი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „მსოფლიო ღრმა რეცესიაში შედის, რადგან ხელისუფლებებმა ვირუსის გამო კერძო ბიზნესს უბრძანეს, შეწყვიტონ მუშაობა და ხალხი დარჩეს სახლში.“ თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ვარდნა შეჩერდება, ქვეყნების ეკონომიკებს დანაკარგების ანაზღაურებისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებათ , - აღნიშნულია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-09 12:30:56
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1825-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1775-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1794 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2250 ლარადაა...


მსგავსი სიახლეები

up