ლარის კურსის ვარდნა ყველაზე მეტად მედიკამენტებს აძვირებს

ლარის კურსის ვარდნა ყველაზე მეტად მედიკამენტებს აძვირებს

access_time2016-11-24 15:20:56

8 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.33 ლარს შეადგენდა. არჩევნების შემდეგ ლარის გაუფასურება გაგრძელდა და ოქტომბრის ბოლოს 1 დოლარის ფასმა 2.41 ლარს მიაღწია. ლარმა გაუფასურება ნოემბერშიც გააგრძელდა და ბოლო მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.49-ს შეადგენს.


ლარის გაუფასურებამ საზოგადოებაში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის მოლოდინი შექმნა. ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება სამომხმარებლო ფასების ზრდაზე აისახება. ამ ვარაუდს ის ფაქტიც ამყარებს, რომ მედიკამენტებისა და სურსათის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია.


იმისთვის, რომ გაგვერკვია, როგორ აისახა ვალუტის გაუფასურება სამომხმარებლო ფასებზე, ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებლები გავაანალიზეთ. ნოემბრის მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ნოემბერში ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა.


საქსტატის მეთოდოლოგიით, ფასების რეგისტრაცია 20 რიცხვის ჩათვლით ხორციელდება. 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ლარი 2%-ით (5 თეთრით) გაუფასურდა, ხოლო 20 ოქტომბრის შემდეგ - კიდევ 5%-ით (12 თეთრით). შესაბამისად, როგორ აისახება ეროვნული ვალუტის გაუფასურება ფასების ზრდაზე ნოემბრის მონაცემებში უკეთ გამოჩნდება.


ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.5%-ით გაიზარდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 0.7%-ით, ჯანდაცვაზე კი - 2%-ით. სურსათის ჯგუფში ფასები განსაკუთრებით გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5,3%), რძე, ყველი და კვერცხი (3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8%).


ოქტომბრის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციაზე (8,6%), განსაკუთრებით გაზრდილია მედიკამენტების ფასები.

 

 

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტებისა და სურსათის უმეტესი წილი იმპორტირებულია, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ აისახება იმპორტირებული პროდუქციის ფასზე. ამასთანავე, ძირითადი მოხმარების სურსათი და მედიკამენტები არაელასტიკური საქონელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის ზრდის მიუხედავად, მოხმარება მნიშვნელოვნად არ მცირდება. შესაბამისად, არაელასტიკურ საქონელზე, ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, იმპორტიორები არ ამცირებენ მოგების მარჟას და ფასებს შესაბამისად ზრდიან. ელასტიკური პროდუქციის შემთხვევაში კი, როცა ფასების ზრდამ შეიძლება მოხმარება მნიშვნელოვნად შეამციროს, იმპორტიორები მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე, ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ არსებული ფასი (ასეთი პროდუქციაა არააუცილებელი მოხმარების საქონელი და მომსახურება).


 

„იმპორტირებული პროდუქციის ფასები ვალუტის კურსზე არანაკლებაა დამოკიდებული ქვეყნის შიგნით მოთხოვნაზე, თუ ხალხს შესაბამისი ფული არ აქვს, იმპორტიორი თავის მოგებას შეამცირებს და ფასს ვერ გაზრდის", - აცხადებს ჩვენთან საუბრისას ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.


აქვე აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ვალუტის გაუფასურება გრძელვადიან პერიოდში უფრო მკვეთრად აისახება სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. არსებული მარაგების ხარჯზე იმპორტიორებს საწყის ეტაპზე შეუძლიათ, არ გაზარდონ პროდუქციის ფასი. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს ან კურსი მაღალ ნიშნულზე გაჩერდება, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდაც გარდაუვალია.


აღსანიშნავია, რომ პროდუქტზე ფასების ზრდა პარტნიორი სავაჭრო ქვეყნების ვალუტაზეც არის დამოკიდებული. სწორედ ამ თემაზე საუბრობს ჩვენთან ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე:


„ბოლო თვეებში ლარი მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე პროდუქცია გაძვირდა. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც გაუფასურდა. იმპორტიორს, ერთ მხრივ, ლარის მაღალი კურსი აიძულებს, ლარში უფრო ძვირად გაყიდოს პროდუქცია, მაგრამ, მეორე მხრივ, თავად პროდუქციას უფრო იაფად ყიდულობს საზღვარგარეთ და ამით აბალანსებს.
მაგალითად, თურქული პროდუქცია დოლარში გაიაფდა და რადგან შესყიდვის ფასი ნაკლებია, ჩვენს იმპორტიორს აძლევს საშუალებს, პროდუქციის ფასი ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციულად არ გააძვიროს".


ჩვენ ვესაუბრეთ ეკონომისტებს და შევეცადეთ, გაგვერკვია, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა.


ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „იმპორტიორებს უძვირდებათ ბაზარზე პროდუქციის შემოტანა და ლარის კურსმა თუ გამყარება არ დაიწყო, ან არსებულ ნიშნულზე გაჩერდა, სამომხმარებლო ფასების ზრდა გარდაუვალია, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში დიდი წილი სწორედ იმპორტირებულ პროდუქციას უკავია".


ეროვნულ ბანკს მიზნობრივ წლიურ ინფლაციად 5% აქვს განსაზღვრული. ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში არ არსებობს იმის საფრთხე და რეალური შესაძლებლობა, რომ წლიური ინფლაცია 5%-ს გასცდეს.


„ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, იმპორტირებულ პროდუქციაზე აისახება, ეს უკვე ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებლებში გამოჩნდება და ის არ იქნება ისეთი დაბალი, როგორიც ოქტომბერში იყო", - აცხადებს ეკონომისტი გიორგი პაპავა ჩვენთან საუბრისას. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის გაუფასურება სამომხმარებლო ფასებზეც აისახება, სავარაუდოდ, ინფლაცია ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილი 5%-ის ფარგლებში იქნება.


არჩევნების შემდეგ, ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება გარკვეულწილად უკვე აისახა იმპორტირებულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით მედიკამენტების ფასებზე. ეკონომისტების აზრით, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება ნოემბერ-დეკემბერში. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლიური ინფლაცია დაგეგმილ 5%-ს არ გადააჭარბებს, თუმცა, გარკვეულ ჯგუფებზე, სადაც მაღალია იმპორტის წილი, ინფლაციის მაჩვენებელიც გაცილებით მაღალი იქნება.


იმ შემთხვევაში კი, თუ ლარის კურსი არ გამყარდება, გრძელვადიან პერიოდში სამომხმარებლო ფასები, განსაკუთრებით იმპორტული პროდუქციის ფასები, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 


ავტორი: factcheck.ge




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up