კურსის ბოლოდროინდელი დინამიკა მიუთითებს, რომ ლარის კურსის სეზონურობის მხრივ ბიზნესისა და მოსახლეობის უფრო მაღალი აღქმადობის გამო, მისი სეზონური მერყეობა უკვე ნაკლებად რელევანტურია, — ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
პუბლიკაციის მიხედვით, ოქტომბრის საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შედარებით სუსტი იყო, განსაკუთებით ექსპორტის ნაწილში. თუმცა ტურიზმის შემოდინებები, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით და გზავნილები რუსეთიდან გადმორიცხვების შესწორების გათვალისწინებითაც კი ძლიერი იყო.
„მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, დამატებით გაუმჯობესდა, ხოლო სეზონური შესწორების გარეშე, ანუ ფაქტობრივად, გაუარესდა.
2023 წელს, ძირითადად სავარაუდოდ რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მომდევნო წლებში ლარი დოლართან უფრო მეტად გამყარდება და ევროსთან გაუფასურდება“, — აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.