ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი და ექსპერტების პროგნოზები

ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი და ექსპერტების პროგნოზები

access_time2016-01-25 18:00:05

დღეს ლარი კვლავ მკვეთრად, 0.0229 პუნქტით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა.


ეს ეროვნული ვალუტის ახალი ისტორიული მინიმუმია. ვარდნის წინა წლების რეკორდი ლარმა 22 იანვარს მოხსნა, როდესაც 2,4694 პუნქტზე დაეცა. 


მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 2,4510 იყო, რომელიც 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა.


ლარის გაუფასურების მორიგი ტალღის მიზეზად სპეციალისტების ნაწილი რეგიონის ქვეყნებში არსებულ სავალუტო კრიზისს ასახელებენ. პირველ რიგში, საუბარია აზერბაიჯანზე, სადაც გასული წლის 21 დეკემბრიდან ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი მოქმედებს.


წლის დასაწყისში აზერბაიჯანული ვალუტის კურსი  დოლართან მიმართებაში 1.5610 პუნქტზე იყო , იანვარში ის თანდათანობით უფასურდებოდა და დღეის მდგომარეობით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 1.6054 მანათია. გაუფასურების ტენდენციას აჩვენებს აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში – ამ ეტაპზე ევრო  

1.7356 მანათი ღირს (წლის დასაწყისიდან 1.6895  მანათი ღირდა).


რაც შეეხება რუსულ რუბლს, მისი მკვეთრი ვარდნა 22 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 83,5913 რუბლი გახდა, თუმცა მოგვიანებით კურსი შედარებით დასტაბილურდა და დღეს უკვე 77.7965 პუნქტზე ფიქსირდება.

 


ექსპერტთა მხრიდან ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარები და პროგნოზები კეთდება.


აფბა–ს ვიცე–პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება გაგრძელდება, თუმცა ამას დრამატული მასშტაბები არ ექნება.


„ის პრობლემები, რაც საქართველოს ეკონომიკაში არსებობდა, კერძოდ,  უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირება, მათ შორის ფულადი გზავნილების, ექსპორტის და სხვა, მიმდინარე წლის დასაწყისში ჯერ კიდევ აქტუალურია. შესაბამისად პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არ გვაქვს. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ლარი ისეთი ტემპით გაუფასურდეს, როგორც ეს 2014–15 წლებში იყო. ნელი ტემპით გაუფასურება კიდევ არის მოსალოდნელი,“ – აცხადებს ჯანიაშვილი "კომერსანტთან" საუბარში.


ამასთან, მისი შეფასებით, ძალიან დიდ როლს თამაშობს მოსახლეობაში არსებული ნეგატიური მოლოდინები. ხალხს ნდობა დაკარგული აქვს ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც ლარზე წნეხს აორმაგებს. 


„ლარის შემდგომი სტაბილურობა პირდაპირ არის დამოკიდებული ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე. 

 

ამასთან აუცილებელია, სებ–მა და ხელისუფლებამ მოსახლეობას ლარისადმი ნდობა დაუბრუნონ. ამისათვის საჭიროა, მარტივი და ცხადი განცხადებები მათი მხრიდან. მაშინ, როცა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი უნდა იჯდეს ტელევიზიაში და მოსახლეობას არწმუნებდეს ლარის საიმედოობაში. სებ–ისგან უბრალო კომენტარის მოსმენაც კი ჭირს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

მოსახლეობაში პანიკას განსაკუთრებით იწვევს არაპროგნოზირებადი გარემო. მაგალითად, პარასკევს ლარი სამი პუნქტით გაუფასურდა, რადგან სავალუტო აუქციონები ორშაბათამდე არ ჩატარდებოდა, შაბათ–კვირას არაპროგნოზირებადი გარემო შეიქმნა და კურსი ბაზარზე 2,51–მდეც კი ავიდა. ამიტომ სებ–ი მაქსიმალურად უნდა ეცადოს თავიდან აიცილოს ასეთი მკვეთრი რყევები, რასაც სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით თავს ვერ ართმევს,“ – აცხადებს ჯანიაშვილი. 

 

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობის მიერ  სერიოზული ქმედებები უნდა იქნას განხორციელებული, სხვა შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ლარი არ ჩერდება. 


„ქმედით ზომებში საუბარი რამდენიმე საკითხი იგულისხმება.   მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი ცოტა ხნის წინ დაგვპირდა, რომ დაჩქარდებოდა დიდი პროექტების განხორციელება.  თუმცა, აქამდე რეალური შედეგები არ არის. ახლა ითქვა, რომ   ანაკლიის პორტის მშენებლობა 1 მარტს დაიწყება. ამდენი გადადება  კარგი არ არის. ეს ცუდად მოქმედებს ლარის კურსზე. ასევე, რაც შეიძლება მალე უნდ თქვან, თუ მოგების გადასახადს როდიდან გააუქმებენ“-ამბობს ნამჩავაძე.  


მისი თქმით, ის რაც ახლა ლარს სჭირს, უარყოფითი მოლოდინის შედეგია. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში  ბიუჯეტიდან ფული მაღალდეფიციტურად იხარჯება. შედეგად, ნამჩავაძის თქმით, კარგი იქნება, თუ მთავრობა  ამ დღეებში ბიუჯეტის ხარჯებს შეამცირებს. 


„შესაძლოა მომავალში ბიუჯეტის კანონის კორექტირებაც იყოს აუცილებელი.  გარდა ამისა, არის გაუარესებული საგარეო პირობებიც და ლარზე  ესეც უარყოფითად მოქმედებს. საზოგადოებას უნდა შეექმნას მოლოდინი, რომ პოზიტიური პროცესები წავა. ეს  მხოლოდ ეროვნულ ბანკზე აღარ არის დამოკიდებული.  აუცილებლად კოორდინირებული ღონისძიებები უნდა იყოს“-აცხადებს ნამჩავაძე "კომერსანტისთვის" მიცემულ კომენტარში.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up