„ლარის კურსი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“ - ნიკა შენგელია

„ლარის კურსი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“ - ნიკა შენგელია

access_time2020-05-04 15:00:08

COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახა საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ინდიკატორზე გაცვლით კურსზე.  ლარის კურსი წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში პოზიციებს ინარჩუნებდა, თუმცა, რაც პანდემია გაძლიერდა და  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა, ლარის კურსი მარტში 22%-ითაც კი გაუფასურდა. ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის გამყარება გამოიწვია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.30-იან ნიშნულს არ გადაცდენია.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ლარის კურსის მიმდინარე ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და ის დოლართან მიმართებაში 3.10-დან 3.30-მდე ფარგლებში იმოძრავებს.


„ლარის კურსი დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ ეროვნული ბანკი ძალიან ხშირად ერევა სავალუტო ვაჭრობებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს კურსი დოლართან მიმართბაში 3.30-იან ნიშნულს არ გადაცდება. ამ ყველაფერს მკაცრად აკონტროლებს ეროვნული ბანკი და ლარის კურსი იმოძრავებს 3.10-დან 3.30-ს ფარგლებში, ეს ტენდენდენცია მაისის ბოლომდე შენარჩუნდება. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, როდესაც საერთაშორისო დახმარებების გაცემა დაიწყება, ვარაუდობენ მცირე გამყარებას, თუმცა არა მგონია რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მოხდეს, რადგან მოსახლეობამ მთავრობისგან მიღებული დახმარებები აუცილებელი პროდუქციის შესაძენად უნდა გამოიყენონ, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა ხალხმა დოლარების შეძენა და სახლში შენახვა დაიწყოს. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის გაუფასურებას საფრთხე არ ემუქრება, ასევე არსებობს რეზერვები, რომლის ხარჯვაზე მსოფლიო სავალუტო ფონდისგან თანხმობაც აქვთ, ამიტომ მიმდინარე პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მაქსიმუმ 3.30-ს ფარგლებში იქნება“, - აღნიშნავს ნიკა შენგელია.



შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი თითქმის 1 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1923 ლარი შეადგინა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up