7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 1.13%-ით 13.6483-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.14%-ით 1.6975-მდე გაუფასურდა. დრამი 0.23%-ით 493.3100-მდე, რუბლი კი 0.22%-ით 74.4295-მდე გამყარდა.