დღეს, 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0243 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 7 დეკემბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0309 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 7 დეკემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.4993 ლარი ეღირება.