18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.84 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7188 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8213 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.34%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7250 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.04%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.6196-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.01%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 395.0700-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა.