2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.56 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7056 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.88 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8466 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.24%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7140 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.06%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.6257-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.15%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 395.4700-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა.