7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.01%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.6900 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.05%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.6402-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.1%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 394.5700-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა.