„იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისათვის ბანკების მიერ დაწესებული ვალუტის გაცვლის სხვაობა საკმაოდ მაღალია“

„იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისათვის ბანკების მიერ დაწესებული ვალუტის გაცვლის სხვაობა საკმაოდ მაღალია“

access_time2019-12-11 18:10:31

„ლარის გამყარება პოზიტიური მოვლენაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტით, ანუ 25 პროცენტამდე შეამცირა, რაც კომერციული ბანკებისთვის 700 მილიონი აშშ დოლარის გამოთავისუფლებას გულისხმობდა. ხოლო მეორეს მხრივ, ლარიზაციის მოთხოვნა გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის ლარში გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, კომერციული ბანკები იძულებული არიან ლარი შეიძინონ და სესხები გასცენ. ამიტომ, სავარაუდოდ, დოლარის ჭარბმა მიწოდებამ ბაზარზე, ლარის გამყარება გამოიწვია“-ასე ხსნის ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი  ლარის კურსის მკვეთრ გამყარებას. 


„შედეგად, ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ლარის კურსი მყარდება და დღეისათვის 2,89-2,90 ფარგლებში ივაჭრება. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარზე მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვთ მონაწილე ბანკის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურად მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მქონე კომერციული ბანკები ვაჭრობენ ბლუმბერგის პლატფორმაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრება ოფიციალური გაცვლითი კურსი. ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე განხორციელებული განხორციელებული გაცვლის მოცულობა არ ხვდება ბლუმბერგის პლატფორმაზე, რაც ავტომატურად ამცირებს ფულად მასებს, შესაბამისად კურსის რყევის, მანიპულირების ან სპეკულაციების ბერკეტი მხოლოდ კომერციული ბანკების ხელშია“-აღნიშნავს თარიმანაშვილი. 


მისი განმარტებით, ბიზნესის მიერ სავალუტო გაცვლა ძირითადად კომერციულ ბანკებში ხორციელდება, რადგან რთულია დიდი თანხების საბანკო ანგარიშებიდან გამოტანა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ან სავალუტო ჯიხურებში გადაცვლა, მიუხედავად იმისა რომ მსო–ში და სავალუტო ჯიხურებში საკმაოდ დაბალია სპრედი და ვალუტის გაცვლაც უფრო მიმზიდველია.



„იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისათვის ბანკების მიერ დაწესებული ვალუტის გაცვლის სხვაობა (სპრედი) საკმაოდ მაღალია, რადგან საშუალოდ 3 თეთრის ფარგლებში მერყეობს, რაც ნიშნავს ბანკების მხრიდან ბიზნესის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტრანსაქციის წილში ჩაჯდომას. ამიტომ, სასურველია დარეგულირდეს აღნიშნული კომპონენტი და კომერციულ ბანკების მიერ შეთავაზებული მოცულობითი გაცვლის სპრედი 1 თეთრამდე შემცირდეს, ისევე როგორც ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტ ბანკის დახმარებით ხდება. ფიზიკური პირების შემთხვევაში თანხის მეორად ბაზარზე გადაცვლა მარტივია, ამიტომ კომერციული ბანკიც იძულებულია კონკურენციაში შევიდეს, ხოლო ბიზნესს ამ ეტაპზე გაცვლის გადაწყვეტილება არა აქვს, ამიტომაც ხდება თანხების ბიზნესიდან მაქსიმალურად ამოღება“-აღნიშნავს თარიმანაშვილი. 






Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up