დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან უცვლელია, ხოლო ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 16 ოქტომბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 3.1383 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0148 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 16 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6439 ლარი ეღირება.