15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა და 3.1383 შეადგინა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1343 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.48 თეთრით 3.6439-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 3.48 თეთრით 4.3123-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.86 თეთრით 4.4075-მდე გაუფასურდა. ლარი 1000 სომხურ დრამთან 0.59 თეთრით 6.5441-მდე, თურქულ ლირასთან 0.78 თეთრით 0.3398-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.79 თეთრით 1.8488-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.48%-ით 9.2329-მდე გამყარდა. მანათი 0.02%-ით 1.6992-მდე, დრამი 0.06%-ით 479.3500-მდე, ხოლო რუბლი კი 0.09%-ით 71.3288-მდე გაუფასურდა.