5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1637-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1600 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.22 თეთრით 3.6490-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 6.25 თეთრით 4.2488-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.3258-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.73 თეთრით 6.6562-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.38 თეთრით 4.4178-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.05 თეთრით 1.8630-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.12%-ით 9.7158-მდე, რუბლი კი 0.01%-ით 71.2711-მდე გამყარდა. აზერბაიჯანული მანათი 0.02%-ით 1.6992-მდე, დრამი კი 0.44%-ით 475.5000-მდე გაუფასურდა.