4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.55 თეთრით 3.1631-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1600 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.85 თეთრით 3.6512-მდე, თურქულ ლირასთან 0.08 თეთრით 0.3257-მდე გამყარდა. ლარი 1000 სომხურ დრამთან 1.22 თეთრით 6.6389-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.35 თეთრით 4.4140-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 0.97 თეთრით 4.3113-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.30 თეთრით 1.8625-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 1,03%-ით 9.7439-მდე, დრამი კი 0.05%-ით 476.6900-მდე გამყარდა. აზერბაიჯანული მანათი 0.32%-ით 1.6996-მდე, რუბლი 0.40%-ით 71.5594-მდე გაუფასურდა.