1-ელი ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.89 თეთრით 3.1690-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1656 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.69 თეთრით 3.6659-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 3.63 თეთრით 4.3231-მდე გამყარდა. ლარი 1000 სომხურ დრამთან 2.21 თეთრით 6.6332-მდე, თურქულ ლირასთან 0.34 თეთრით 0.3324-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.29 თეთრით 1.8632-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 0.04 თეთრით 4.4718-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 8.86%-ით 9.5164-მდე, დრამი კი 0.06%-ით 477.6900-მდე გაუფასურდა. აზერბაიჯანული მანათი 0.17%-ით 1.6991-მდე, რუბლი 0.29%-ით 71.0478-მდე გამყარდა.