დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0097 პუნქტით გამყარდა . შედეგად, 15 მაისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4186 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0026 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 15 მაისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1392 ლარი ეღირება.