დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0150 პუნქტით გამყარდა . შედეგად, 11 მაისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.01402 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 11 მაისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1590 ლარი ეღირება.